საქართველოში არამდგრადი ამინდები 15 ნოემბრამდე შენარჩუნდება. ამის შესახებ "ნიუპოსტს" გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.
აღმოსავლეთ საქართველოში დღეს კვლავ წვიმაა მოსალოდნელი, თუმცა დღის მეორე ნახევარში ნალექი შემცირდება და ქარი გაძლიერდება. მაქსიმალური ტემპერატურა 9-14 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოში მთელი დღის განმავლობაში ნალექია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები ქარსაც ვარაუდობენ. მაქსიმალური ტემპერატურა 8-13 გრადუსი დაფიქსირდება. მაღალმღთიან რაიონებში კვლავ თოვლია მოსალოდნელი.
ხვალიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს, თუმცა 14 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში კვლავ ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.
რაც შეეხება დედაქალაქს, დღეს წვიმა მოსალოდნელი არ არის. საღამოს საათებში გაძლიერდება ქარი, განსაკუთრებით გარეუბნებში. ქარის სიჩქარე 28 მეტრი წამში იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 12 გრადუსი დაფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები






