სამოქალაქო საზოგადოება რ2-თან დაკავშირებით მხარეებს გამოსავალს სთავაზობს
საზოგადოება - 21:42, 11 Nov, 2015     2309

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები რუსთავი 2-თან დაკავშირებით მოდავე მხარეებს გამოსავალს სთავაზობენ.

როგორც სამოქალაქო საზოგადოების წევრები აცხადებენ, მას შემდეგ, რაც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია რუსთავი 2-ს მაუწყებლობის გათიშვით დაემუქრა, ცხადი გახდა, რომ მენეჯმენტის გარეშე დარჩენილი კომპანია ვერ შეძლებს გადასახადების გადახდას. ეს კი თავისთავად დიდ მატერიალურ ზარალს მიაყენებს კომპანიას. მაუწყებლობის შეჩერება კი მედიის მრავალფეროვნებას დიდ საფრთხეს შეუქმნის.

"ამ ეტაპზე, ჩვენთვის პირველი რიგის ამოცანაა „რუსთავი 2“-ის მაუწყებლობის შეუზღუდავად გაგრძელება და ჟურნალისტების უფლებების დაცვა. ამ მიზნით, შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან გთავაზობთ შემდეგ დროებით გამოსავალს: მოვუწოდებთ ბატონ ქიბარ ხალვაშს, საჩივრის საბოლოო გადაწყვეტამდე დაეთანხმოს დროებითი მმართველის დანიშვნის შესახებ განჩინების შეჩერებას. ამ მოთხოვნით, 2015 წლის 11 ნოემბერს, სასამართლოს „რუსთავი 2“-ის იურისტებმა მიმართეს. ჩვენი რწმენით, ამ სიტუაციაში ეს ერთადერთი გონივრული, თუმცა დროებითი გამოსავალია. მასზე დათანხმება ნიშნავს, რომ ტელეკომპანიის მფლობელობის შესახებ მიმდინარე დავა კვლავ სამართლებრივ სივრცეში დაბრუნდება და ამეტაპზე, „რუსთავი2“-ს გაკოტრებისა და გაჩერებისგან გადაარჩენს," - განაცხადეს სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა.

მათივე თქმით, ისინი კვლავ რჩებიან მედიის თავისუფლების სადარაჯოზე და მიმართავენ ყველა ღონეს, "რათა კომპანიის გარშემო მიმდინარე დავა დემოკრატიული ღირებულებების სასარგებლოდ გადაწყდეს."

განცხადებას ხელს აწერენ:

ირაკლი საღინაძე, ელენე ხოშტარია, ნინო დანელია, ქეთი დევდარიანი, ნინია კაკაბაძე, სერგი კაპანაძე, ეკა გიგაური (საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო), ზვიად დევდარიანი (სამოქალაქო განათლების სააგენტო), ლექსო მაჭავარიანი, თამარ ჩერგოლეიშვილი, თათა ცოფურაშვილი, თამარ კინწურაშვილი, პაატა გაფრინდაშვილი, აჩიკო გულედანი, ირაკლი კიკნაველიძე, გიგა ბედინეიშვილი, ბექა მინდიაშვილი, ეკა ჭითანავა, ირაკლი ტაბლიაშვილი, ნათია სამუშია, ლევან ღამბაშიძე, გიორგი მელაძე, თეო ხატიაშვილი, გიორგი მშვენიერაძე, ზუკა გუმბარიძე, ვახო ბაბუნაშვილი, ნინო მაჭარაშვილი, ლევან რამიშვილი, გუგა სულხანიშვილი, ირაკლი ვაჭარაძე, გიორგი ტუღუში, თამარ გურჩიანი, გიორგი ნონიაშვილი, მაგდა გურული და ბაია პატარაია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42