"პასუხი ძალიან მკაცრი იქნება”- ისლამური ხალიფატის მუქარა საქართველოს
საზოგადოება - 21:26, 11 Nov, 2015     82186

IslamGeorgias ვებ-გვერდზე სამუფთოს ყოფილი იმამის მურმან პაიჭაძის სახელით მუქარის შემცველი შინაარსის წერილი გამოქვეყნდა.

“საქართველოს მომავალზე რომ არ ფიქრობდით და ყალბ მომავალზე ილუზიებს აგებდით, დაელოდეთ პასუხს მუსლიმებისგან, რომელიც ძალზედ მკაცრი იქნება. ეს პროცესი შეუქცევადია და ალაჰის ნებით მოვალთ საქართველოში და საქართველოშიც და დამყარდება სამყაროს გამჩენისა და ბატო-პატრონის, უზენაესი ალაჰის კანონები” - წერია განცხადებაში.

"დიდება ალლაჰს სამყაროსა და მასში არსებული ყველაფერის გამჩენს და განკითხვის დღის განმკითხველს, რომ დღეს ამ ხნის კაცს, მე 56-წლის კაცი აქ ჩვენს მუსლიმების საოცნებო ისლამურ ხალიფატში მომიყვანა.

მე მთელი ათი წელი სამუფთოს იმამი ვიყავი და მეგონა რომ ისლამურ გარემოში ვცხოვრობდი, მაგრამ როდესაც ვხედავდი ხოჯები ჯიპებით დადიოდნენ, ვიღაც თურქების მოგონილ მევლუდს კითხულობდნენ და მსგავს ბიდათებს, რაც ისლამში არაა და სულ ამას ვუმტკიცებდი, რომ ეგ არ იყო სწორი გზა. დიდება ალლაჰს, რომ იმ ჭაობიდან ამომიყვანა და დღეს აქ ვარ ისლამურ ხალიფატში, რომელიც მუსლიმანთა ბედნიერების, თავისუფლების, მშვიდობის, და ერთიანობის სახელმწიფოა, სადაც ასამდე ეროვნების და ენის ხალხია ერთ მუშტად შეკრული და ნამდვილი ისლამური ძმობაა.

მიუხედავად იმისა რომ მსოფლიოს 73 ქვეყანა გვბომბავს და გვეომება, აქ ამხელა ქალაქებში რომ დავდივარ სრული სიმშვიდეა, მუშაობს სკოლები, ბაზრები, საწარმოები, საავადმყოფოები, მიდის ახალი მშენებლობები, იგება ახალი გზები, გაოცებული დავრჩი როდესაც გავიგე რომ ხალიფატში დენი, წყალი, მკურნალობა და სხვა კომუნალური მომსახურებები უფასოა, სხვა ქვეყნებში და ასევე საქართველოში კი გადასახადები ხალხს ახრჩობს.

ჩემო ხალხო თუ გინდათ ალლაჰის წინაშე მართალი წარსდგეთ განკითხვის დღეს და თან ამ დუნიაზე იცხოვროთ მშვიდად და ყველანაირად მოწესრიგებული, მაშინ გადმოსახლდით აქ!!!

ხოჯებო თქვენ!! რა გჭირან როდის უნდა გამოფხიზლდეთ ხომ დაინახეთ მაგ ქააფირმა ჯვაროსნებმა რამდენჯერ გაგამასხარავეს, რამდენი პრობლემები შეუქმნეს მუსლიმებს, ეგ უკვე მოთმინება კიარა ქააფირებზე მორჩილებაა. გამოსწორდით და იყავით ალლაჰის მორჩილები და უშიშარები.

ჩემო მუსლიმანებო, თქვენ სულ წუწუნებთ ამ დუნიის პრობლემებზე და მთა-ბარის საქმეებში გართულები ნამაზს არ ასრულებთ და ალლაჰის წინაშე თაყვანისცემისათვის დროს არ იტოვებთ, გგონიათ რომ თქვენს ხელში არის რამე მაგრამ სცდებით, ყველაფერი ალლაჰის ნებაა.

ხომ ხედავთ ამხნის კაცი წამოვედი ალლაჰის ნაბრძანებ ჯიჰადში, ეს ძნელი საქმე არაა, თქვენ რომ ფიქრობთ ოჯახზე და არ ფიქრობთ განკითხვის დღეზე, ოჯახი, და ყველაფერი მეც მაქვს და დავტოვე რადგან ალლაჰის წინაშე ქონება და სახელი კიარა თაყვანისცემაა გამოსადეგი.

რაღას უყურებთ ხედავთ რომ ამხელა მსოფლიოში რა ამბებია და ისლამური სახლემწიფო როგორ ფართოვდება, ძლიერდება და მთელი მსოფლიოს მუსლიმანები აქ მოდიან, ეს ჩვენი ქვეყანაა და როგორც ადრე ინშაალლაჰ საქართველოშიც მოაღწევს.

თქვენ ურწმუნოებო! რატომ არ წყვეტთ მუსლიმების წინააღმდეგ ბრძოლას? რატომ არ გამოგყავთ თქვენი სამხედროები მუსლიმების ქვეყნებიდან ?

საქართველოს მომავალზე რომ არ ფიქრობდით და ყალბ ისტორიაზე ილუზიებს აგებდით, მაშ დაელოდეთ პასუხს მუსლიმებისაგან, რომელიც ძალზე მკაცრი იქნება.

ეს პროცესი შეუქცევადია და ალლაჰის ნებით მოვალთ საქართველოშიც და დამყარდება სამყაროს გამჩენისა და ბატონ პატრონი უზენაესი ალლაჰის კანონები"- წერს აბუ ასია ალ-ჯუეჯი (მურმან პაიჭაძე).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42