ძლიერი ქარი ოზურგეთში, მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი
საზოგადოება - 19:52, 11 Nov, 2015     2441

ძლიერმა ქარმა ოზურგეთის მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. ამ წუთებში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

როგორც "ნიუპოსტის" რეგიონალური კორესპოდენტი იტყობინება, ძლიერი ქარის შედეგად წაქცეულმა ხეებმა დააზიანა ელექტრო გადამცემი ბოძები. ასევე დაზიანებულია გაზის მილები.

ამ ეტაპზე ქუჩის გაწმენდითი და დაზიანებული სადენების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს აბაშიძის ქუჩაზე, სადაც რამდენიმე მეტრიანი ნაძვის ხის წაქცევამ მთლიანად პარალიზებული გახადა მოძრაობა. ადგილზე 'ენერგო პრო ჯორჯიას" , სამაშველო და დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებულები.

აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლები "გურიის მოამბესთან" ამბობენ, რომ ნაძვის წაქცევის მიზეზი ინფრასტრუქტურული სამუშაოები გახდა, ამის თაობაზე მოსახლეობამ წერილობით მიმართა ქალაქის დეპუტატსაც, თუმცა ადგილზე არავინ მისულა: "რამდენჯერმე მივმართეთ განცხადებით სხვადასხვა სამსახურებს, მაჟორიტარ დეპუტატსაც, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად რამდენიმე ნაძვი დაზიანდა, ძირი ფაქტიურად გამოთხრილი ჰქონდა, ვითხოვდით ხეების გადამორვა-გატანას, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია"-აცხადებენ ადგილობრივები.

ნაძვის წაქცევამ აღნიშნულ ქუჩაზე ერთ ერთი მაცხოვრებლის ღობე და ეზოში მდებარე მაღაზიის ერთი მხარე დააზიანა.

რამდენიმე წუთია შეწყვეტილია საავტომობილო მოძრაობა ოზურგეთი-ბათუმის მიმართულებით.

როგორც "ენერგო პრო ჯორჯიაა" ადგილობრივი სერვისცენტრის ხელმძღვანელი, გია ნაკაიძე გვეუბნება, ქალაქის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება ერთ საათში აღუდგება, ამ დროისთვის ვერ აკონკრეტებენ, როდის ჩაერთვება შუქი სოფლებს: 'მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ქალაქს დაახლოებით ერთ საათში აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება. გამორთულია რამდენიმე სოფელი, სადაც ძლიერი ქარის შედეგად წაქცეულმა ხეებმა ელექტრო გადამცემი ბოძები დააზიანა და ზუსტად ვერ გეტყვით იქ როდის დასრულდება აღდგენითი სამუშაოები. ურეკში, ჯუმათში, მელექედურში, ნასაკირალში, სოფელ ოზურგეთსა და მაკვანეთში აბონენტებს ამ დროისთვის შუქი არ მიეწოდებათ"-გვითხრა ნაკაიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42