როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს შეტანილ განცხადებას დაზღვევის ფუნქცია აქვს.
"მე ოფიციალურად ჩავაბარე ნოტარიულად დამოწმებული განცხადება იმის თაობაზე, რომ უარს ვაცხადებ იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რომელიც დღეს ე.წ. დორებითმა საბჭომ დამაკისრა. ჩემი თანხმობის გარეშე ასეთი დოკუმენტი არ უნდა გატარდეს საჯარო რეესტრში,"- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მისი თქმით, ზუსტი ინფრაოცმია შეიტანეს თუ არა დროებითმა მმართველებმა განაცხადი რეესტრში მას არ აქვს.
იუსტიციის სახლიდან გამოსულმა იურისტმა დიმიტრი ძაგნიძემ დოკუმენტის უკანონობის შესახებ გაამახვილა ყურადღება.
"ეს დროებითი მმართველის ინსტიტუტი მოსამართლე ურთმელიძის ფანტაზიის ნაყოფია. დღეს გავიგეთ, რომ სრულიად უკანონოდ აქტია შედგენილი, რომლის შინაარსიც უცნობია ბატონი უდუმაშვილისთვის. თითქოს ამ აქტის საფუძველზე მას გადაეკისრა ყველა ის უფლებამოსილებები, რომელიც თავისმხრივ ურთმელიძემ საყევარიშვილს და დვალს მიანიჭა. ჩვენ მივმართეთ რეესტრს, რომ თუ უკანონო დოკუმენტი შემოვა არ მოხდეს ამის რეგისტრაცია. ასეთი შინაარსის სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება ხელშეკრულების საფუძველზე. ჩვენ შინაარსიც არ ვიცით იმ დოკუმენტის, რომელსაც საზოგადოებას დღეს ე.წ. დროებითი მმართველები აჩვენებდნენ. მათი უფლებამოსილება არის უკანონო,"- განაცხადა იურისტმა დიმიტრი ძაგნიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






