IC Group სოფელ თორტიზაში მცხოვრებლების პრეტენზიებს პასუხობს
საზოგადოება - 17:23, 11 Nov, 2015     1529

სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფში“ გორის რაიონის სოფელ თორტიზაში მცხოვრებლების პრეტენზიებს განცხადებით ეხმაურებიან, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„სანამ სტატიაში მოყვანილ ფაქტებს განვმარტავთ, მოგახსენებთ, რომ ჩვენი კომპანია უკვე 10 წელია ოპერირებს ქვეყნის მასშტაბით, სადაც დასაქმებულია 150-ზე მეტი მაღალკვალიფიციური პროფესიონალი, ხოლო ყოველწლიურად მზარდი მომხმარებელთა რიცხვი, ჩვენი კომპანიისადმი ნდობისა და კმაყოფილების მაღალი ხარისხის დასტურია.

რაც შეხება აგრო დაზღვევის პროექტს, ვთვლით რომ ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამაა და ძალიან ბევრი მადლიერი ბენეფიციარი ყავს, როგორც ჩვენს კომპანიის, ასევე მთლიანად ინდუსტრიის მიმართ. სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული აგრო დაზღვევის პროგრამა 2014 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა და 2015 წლის გაზაფხულზე, მცირედი კორექტირებებით გაგრძელდა პროექტის მეორე ეტაპი. პროექტი მიმდინარეობს საქართველოს მთავრობის განკარგულება№1462 (2014 წლის 19 აგვისტო) და საქართველოს მთავრობის განკარგულება№306 (2015 წლის 19თებერვალი)-ის მიხედვით.

ზარალის შეფასების და ანაზღაურების წესები მკაცრად არის გაწერილი განკარგულება №1462 (2014 წლის 19 აგვისტო) და საქართველოს მთავრობის განკარგულება №306 (2015 წლის 19თებერვალი), რომლის მიხედვითაც ,,სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი“ სრული წესების დაცვით ანაზღაურებს ზარალს. დღეისათვის 450 ბენეფიციარს აუნაზღაურდა 400,000 ლარი.

ზარალის შეფასების დროს გარდა დაზიანების პროცენტისა, ექსპერტი აფასებს დაზღვეული ტერიტორიიდან რეალურად მისაღები მოსავლის რაოდენობას, საიდანაც ითვლება ზარალის პროცენტი.

თითოეულ ბენეფიციარს ზარალის შეფასების მომენტში განემარტებოდა ყველა კრიტერიუმი და პუნქტი, რაც დასტურდებოდა ზარალის შეფასების აქტზე ხელის მოწერით.

რაც შეეხება ზარალის კალკულაციას, სამწუხაროდ ბენეფიციარებს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი აქვთ გამორჩენილი, რაც სადაზღვევო სფეროში ყველასათვის ცნობილია. საუბარი გვაქვს ფრანშიზაზე, რომლის კლასიკური განმარტებაც შემდეგია: ფრანშიზა - სადაზღვევო პოლისში მითითებული არანაზღაურებადი მინიმუმი, პროცენტულად ან ფიქსირებული თანხით განსაზღვრული, რომელსაც არ აანაზღაურებს მზღვეველი. ფრანშიზა გამოიქვითება ყოველი ანაზღაურების გაცემისას და ვრცელდება ყოველ რისკზე დაზღვევის პოლისში მითითებული ერთი და იმავე ან განსხვავებული ოდენობით.

შესაბამისად, შეუძლებელია ასანაზღაურებელი თანხის გამოთვლა, ფრანშიზის გაუთვალისწინებლად, რომელიც განსხვავებულია დადგენილებების მიხედვით, კერძოდ:

განკარგულება 1482 -ფრანშიზა- სადაზღვევოლიმიტის 10%, რომელიც არ ექვემდებარება მზღვეველის მიერ ანაზღაურებას. ფრანშიზის გამოქვითვა ხორციელდება ყოველი/თითოეული სადაზღვევო შემთხვევისათვის.

ზარალის გამოთვლა: მისაღები მოსავალი გამრავლებული ზარალის პროცენტზე მინუს ფრანშიზა.

განკარგულება 306 - ფრანშიზა - არაანაზღაურებადი მინიმუმი, რომლის გამოქვითვა ხორციელდება თითოეული სადაზღვევო შემთხვევისათვის. ფრანშიზა გამოითვლება როგორც სადაზღვევო ლიმიტის 10%, ან მისაღები მოსავლის ნორმატიულ ფასზე გამრავლებით მიღებული ღირებულების 10%. მითითებული ორი სიდიდიდან გამოიქვითება ის ოდენობა, რომელიც უფრო მცირე იქნება.

რეალურად მისაღები მოსავალი ნაკვეთების მიხედვით მკვეთრად განსხვავებულია.აგრეთვე განსხვავდება ზარალის პროცენტი, შესაბამისად ასანაზღაურებელი თანხაც ვერ იქნება ჰომოგენური და რაც შეეხება კომპანიის მხრიდან ვინმეს მოტყუებას, სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებთ, რომ კომპანიის მხრიდან ასეთ ქმედებას ადგილი არ ჰქონია და ვერც ექნებოდა, ვინაიდან გარდა ჩვენი პირნათელი დამოკიდებულებისა კლიენტების მიმართ, კომპანიის ქმედებების შესახებ სრულიად ინფორმირებული არიან დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური, სადაზღვევო ასოციაცია და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, რაც სავალდებულოა ყოველთვიური ანგარიშგების ფორმებითაც.

სამი ბენეფიციარისათვის, რომელიც სტატიაშია ნახსენები, ასანაზღაურებელი თანხა,სწორედ ზიანის სიმცირის გამო ფრანშიზაში ჩაჯდა და სავარაუდოდ მათი უკმაყოფილების მიზეზიც ესაა. ხოლო ერთ-ერთი მათგანისთვის ჩარიცხული თანხა, სწორედ კომპანიის მხრიდან სკულპულოზურ დამოკიდებულებას გამოხატავს, რომ ყველა ბენეფიციარი არც ერთ თეთრს არ დაკარგავს რაც ეკუთვნის. განკარგულების შესაბამისად იღებს იმ თანხას, რაც განსაზღვრულია აგროდაზღვევის პროექტით.

P.S გარდა ზემოთ აღნიშნულისა გამოვხატავთ მზადყოფნას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ფორმატით ღიად ვისაუბროთ და განვიხილოთ კონკრეტული ბენეფიციარის სადაზღვევო შემთხვევისა და ანაზღაურების შესახებ.

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანიაში დაარსების დღიდან მოქმედებს ცხელი ხაზი, სადაც ოცდაოთხი საათის განმავლობაში არის შესაძლებელი დაკავშირება ნომერზე: +995 32 2203333", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42