თბილისის მასშტაბით საშემოდგომო რგვები გრძელდება
საზოგადოება - 17:14, 11 Nov, 2015     1171
ქალაქის გამწვანების პროექტის ფარგლებში ჩუღურეთის რაიონში საშემოდგომო რგვები მიმდინარეობს. ცაიშის ქუჩის ბოლოს, მახათას მთის ფერდობზე, 60 წიწოვანი ხე დაირგო. გამწვანების აქციაში მონაწილეობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, საკრებულოს დეპუტატმა რიმა ბერაძემ, გამგეობის თანამშრომლებმა და მოსახლეობამ მიიღეს.
"გამწვანების პროგრამის ფარგლებში, რომელიც გამოვაცხადეთ, მოგვმართა მოსახლეობამ და დავაკმაყოფილეთ ისინი, მათთან ერთად ვრგავთ ხეებს ამ უბანში, სადაც არის ცარიელი სივრცე. ისინი მოუვლიან ამ ხეებს, რადგან მათ უბანში დაირგო და მნიშვნელოვანია თითოეული მათგანის ჩართულობა. როცა ერთად ვრგავთ, ვაკეთებთ ქალაქისთვის სასიკეთო საქმეს და რა თქმა უნდა, გაცილებით უკეთესი შედეგი გვექნება. ამიტომ ეს არის სამაგალითო და სამაგალითო უნდა გახდეს სხვებისთვისაც. ათივე რაიონში მიმდინარეობს გამწვანების ღონისძიებები, 35 000 ნერგი ირგვება უშუალოდ გამგეობების მეშვეობით, ხოლო რაც შეეხება ჩვენი გამწვანების სამსახურის ფარგლებში მიმდინარე გამწვანების პროცესს, ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონებში და ჯამში, ამ შემოდგომაზე, 300 000 -ზე მეტი ხე დაირგვება" -განაცხადა დავით ნარმანიამ. საშემოდგომო რგვებისთვის ჩუღურეთის რაიონის გამგეობა მერიისგან 3000-მდე ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობის ნერგს მიიღებს და მოსახლეობასთან ერთად დარგავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42