სებ-მა ყოველკვარტალური ინფლაციის მიმოხილვა გამოაქვეყნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:05, 11 Nov, 2015     1423
საქართველოს ეროვნული ბანკი კანონმდებლობით მასზე დაკისრებული ფუნქციის – ინფლაციის რეგულირების ფარგლებში, საზოგადოებისათვის წარსადგენად ამზადებს და ყოველკვარტალურად გამოსცემს „ინფლაციის მიმოხილვას", სადაც დეტალურად არის მოცემული ინფლაციის მაჩვენებლის პროგნოზები, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობს მონეტარული პოლიტიკის ფორმირების პროცესში. მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ასევე ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს.

„ინფლაციის მიმოხილვაში“ ასევე მოცემულია ქვეყნის მაკროეკონომიკური ანალიზი. კერძოდ: სამომხმარებლო ფასების ცვლილების დინამიკა შესაბამისი საანალიზო პერიოდისათვის, მასზე მოქმედი ეგზოგენური და ენდოგენური ფაქტორები, საფინანსო და სავალუტო სექტორის მიმოხილვა. მიმოხილვის გამოცემის გრაფიკი მკაცრად არის გაწერილი და შესაბამისად დაცული.

ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად 2015 წლის მესამე კვარტალში რეალური მშპ-ს წლიურმა ზრდამ, წინასწარი მონაცემებით, 2.5% შეადგინა, ხოლო წლის დასაწყისიდან პირველი ცხრა თვის საშუალო ზრდა 2.7%-ს შეადგენს. აღნიშნულ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მშენებლობის სექტორმა, რასაც როგორც კერძო სექტორის ინვესტიციები, ასევე სახელმწიფოს მხრიდან კაპიტალურმა ხარჯებმა განაპირობა. ეკონომიკური ზრდა, როგორც მოსალოდნელი იყო, შემცირებული რჩება საგარეო შოკის ფონზე.

კერძოდ, ზრდის ტემპის შემცირება ძირითადად საქონლისა და მომსახურების ექსპორტის შემცირებაზე მოდის. ასევე შესუსტდა ერთობლივი მოთხოვნა, რასაც ფულადი გზავნილების შემცირება და უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე მომსახურების ტვირთის ზრდა განაპირობებს. ამასთან ეკონომიკურ გაჯანსაღებას ხელი შეუწყო საგარეო დისბალანსის კორექტირებამ, რაც თავის მხრივ გაცვლითი კურსის ცვლილებამ განაპირობა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2015 წლის ბოლომდე ეკონომიკური ზრდის მიმდინარე დონე შენარჩუნდება და 3%-მდე იქნება, ხოლო 2016 წელს 3%-ის ფარგლებში იქნება. ეკონომიკური ზრდის ძირითად შემაფერხებელ ფაქტორს საგარეო სექტორი წარმოადგენს, რომელიც საქართველოს ეკონომიკაზე შემცირებული ექსპორტისა და ფულადი გზავნილებით აისახება. ზომიერი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის პირობებში, დაკრედიტების ზრდამ დადებითად უნდა იმოქმედოს ეკონომიკურ აქტივობაზე.

მოსალოდნელზე მაღალი იყო ინფლაცია 2015 წლის მესამე კვარტალში. სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ ოქტომბერში 5.8% შეადგინა და ეროვნული ბანკის 5%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია. ინფლაციის ზრდა ძირითადად შუალედურმა ხარჯებმა გამოიწვია, რაც უცხოური ვალუტის სესხებზე მომსახურების ტვირთის ზრდამ განაპირობა. ამასთან, გაცვლითი კურსის ცვლილება აისახა ხანგრძლივი მოხმარების იმპორტული საქონლის ფასებზე, რამაც ასევე ხელი შეუწყო ინფლაციის ზრდას. მეორე მხრივ, ინფლაციას სუსტი ერთობლივი მოთხოვნა და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის შემცირებული ფასები ზღუდავს. პროგნოზის მიხედვით მოსალოდნელია, რომ ინფლაცია ზომიერად გაიზრდება და 5%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს დროებით გადააჭარბებს, ხოლო შემდგომ ეტაპობრივად შემცირდება და 2016 წლის ბოლოს მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში იქნება. ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მიწოდების მხარე მოქმედებს, კერძოდ გაცვლითი კურსის ცვლილებით გამოწვეული შუალედური ხარჯებისა და ხანგრძლივი მოხმარების იმპორტული საქონლის ფასების ზრდა. ამის საპირისპიროდ, ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს სუსტი ერთობლივი მოთხოვნა და საერთაშორისო ბაზრებზე სურსათისა და ნავთობის შემცირებული ფასები.

არსებული პროგნოზები რისკებს ორივე მიმართულებით შეიცავს და მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ეგზოგენურ ფაქტორებზე. პროგნოზის ძირითად რისკ ფაქტორს კვლავ საგარეო სექტორი წარმოადგენს. კერძოდ, პროგნოზი გულისხმობს, რომ საგარეო ფაქტორების უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე დამატებით აღარ გაუარესდება. ამის საპირისპიროდ, ეკონომიკაზე პოზიტიურად აისახება მოსალოდნელზე მაღალი უცხოური ინვესტიციები და კერძო და სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების გააქტიურება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, 2015 წლის 4 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე, მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით 7.5%–მდე ზრდის შესახებ. მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეყრდნობა მაკროეკონომიკურ პროგნოზებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზება დადებითად უნდა აისახოს ინფლაციური მოლოდინების შემცირებაზე. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილებაც ეტაპობრივად მოხდება და მისი ტემპი დამოკიდებული იქნება ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელზე, მასზე მოქმედ ფაქტორებზე და ზოგადად ეკონომიკაში არსებულ ვითარებაზე.


მიმოხილვის სრულად ნახვა შეგიძლიათ ბმულზე www.nbg.gov.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42