GDS-ი ახალ ამბებზე მეტად ენმ-ს მმართველობის პერიოდის გამოძიებაზეა ფოკუსირებული - მგფ
საზოგადოება - 15:46, 11 Nov, 2015     1164
მედიის განვითარების ფონდი ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც ტელევიზიების საინფორმაციო გადაცემების სარედაქციო პოლიტიკის მონიტორინგის შედეგებს ასახავს. მონიტრინგი, რომელიც 1-16 ოქტომბრის განმავლობაში ხორციელდება, მიზნად ტელევიზიების საინფორმაციო გადაცემების სარედაქციო პოლიტიკის აღწერასა და შემდგომი ანალიზისათვის აუცილებელი ფაქტობრივ მონაცემთა ბაზის შექმნას ისახავს.

მონიტორინგი შემდეგ მედია საშუალებებზე ხორციელდება: კურიერი, რუსთავი 2 (21 სთ-ზე), ქრონიკა, იმედი (20 სთ-ზე), მოამბე, საზოგადოებრივი მაუწყებელი (20 სთ-ზე), კონტაქტი რვაზე, მაესტრო (20 სთ-ზე), ფოკუსი, ტაბულა (19 სთ-ზე), 20/30, GDS (20:30 სთ-ზე).

1-16 ოქტომბრის საღამოს საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგის შედეგად შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

პრიორიტეტული თემების გაშუქების მხრივ რუსთავი 2-ისა და ტაბულას საინფორმაციო გამოშვებების ბადეები მეტად ემთხვეოდა ერთმანეთს.

საზოგადოებრივ მაუწყებელს, მაესტროსა და GDS-ს, ასევე ნაწილობრივ იმედს შორის გამოტოვებული თემების მხრივ მსგავსება გამოიკვეთა. მაგალითად, რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლის დედის მიმართ 2 წლის დაგვიანებით დაწყებული გამოძიება, რომელიც მოსამართლის ინტერესთა კონფლიქტს შეეხებოდა, რუსთავი 2-ის და ტაბულას გარდა, არცერთ არხს არ გაუშუქებია; ხოლო 7 ნოემბრის საქმის მოსამართლის ინტერესთა კონფლიქტი, რამაც თავად მოსამართლეთა კოლეგიაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, მხოლოდ იმედმა, რუსთავი 2-მა და ტაბულამ გააშუქეს. საქართველოს პრეზიდენტის მიერ აშშ-ში ვიზიტის დროს გაკეთებული კომენტარი რუსთავი 2-სა და მედია გარემოსთან დაკავშირებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, მაესტრომ, ტაბულამ და GDS-მა არ გააშუქეს.

გაზპრომის საწინააღმდეგო პლაკატის გაკვრის გამო ტაბულას რედაქტორის დაკავების დღეს მაესტრომ პრიორიტეტი ისეთ თემებს მიანიჭა, როგორიც იყო პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური გეგმები და ლევან ვასაძის მხარდაჭერა დეპუტატ სოსოს ჯაჭვლიანისადმი ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ.

მონიტორინგის პერიოდში გამოიკვეთა, რომ ყველაზე მეტადGDS-ის საინფორმაციო გამოშვება 20:30 ტოვებდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელ თემებს, რაც ერთი მხრივ, ინფორმაციისთვის განკუთვნილი ქრონომეტრაჟის სიმცირეს შეიძლება უკავშირდება, მეორე მხრივ სარედაქციო პოლიტიკას გამოხატავს. ყველაზე ნაკლები თემა კი რუსთავი 2 საინფორმაციო გამოშვებებში იყო გამოტოვებული, ტაბულას მიერ გამოტოვებულ თემებში ხელისუფლების ზოგიერთი აქტივობა მოხვდა.

GDS-ის მიერ მომზადებული მასალები მიმდინარე მოვლენებსა და დღის ახალ ამბებზე მეტად ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდის საქმეების გამოძიებაზეა ფოკუსირებული. ხშირად 20/30-ში ასეთი თემები პირველ სიუჟეტად არის გამოტანილი, მიმდინარე საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მოვლენების გამოტოვების ხარჯზე. მაგალითად, იმ დღეს, როცა რუსთავი 2-მა, იმედმა და ტაბულამ 7 ნოემბრის საქმის ერთ-ერთი მოსამართლის ინტერესთა კონფლიქტის თემა გააშუქეს, 20/30-მა პირველ თემად მაგნატის საქმის გამოძიება შესთავაზა მაყურებელს; 5 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართული აქციის დღეს კი პირველ თემად კორტების საქმის გამოძიება და ირაკლი ფირცხალავას დაკითხვა გააშუქა, ხოლო თავად საპროტესტო აქცია 20/30-ის ეთერში არ მოხვდა. 8 ოქტომბერს სხვა არხებისგან განსხვავებით, დედაქალაქის ცენტრში სროლის ფაქტი 20/30-ს არ გაუშუქებია და პირველ წამყვან თემად კომპანია "იმედი ელის" საკუთრების საკითხის გამოძიება შეარჩია.

GDS-ის მსგავსად იყო შემთხვევა, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ თემად არა დღის ახალი ამბავი, არამედ ძველი თემატიკა მოხვდა. მაგალითად,5 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციის გამართვის დღეს, "მოამბის" საღამოს გამოშვება კანადაში გაუჩინარებული მარიამ მახნიაშვილის მამის საპატიმროდან გათავისუფლების შემდგომ საქართველოში დაბრუნების და მისი სამომავლო გეგმების შესახებ თემით დაიწყო, რასაც რედაქციამ 2 სიუჟეტი მიუძღვნა.

თუ GDS-ის სარედაქციო პოლიტიკა წინა ხელისუფლების საქმეებზეა ფოკუსირებული, რუსთავი 2 და ტაბულა მოქმედი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ მასალებს აშუქებენ მეტად. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკული შეფასებები ხელისუფლებისადმი მეტწილად რუსთავი 2-ის პრაიმ ტაიმის საინფორმაციოში გადიოდა, ნაწილობრივ იმედის. ამავე დროს რუსთავი 2 ხელისუფლების სხვადასხვა აქტივობებსაც სისტემატურად აშუქებდა, თუმცა პრიორიტეტს კრიტიკულ თემებს ანიჭებდა. სხვა არხების ეთერში ან არ ხვდებოდა ან შედარებით მოკრძალებულად იყო წარმოდგენილი საერთაშორისო ექსპერტებისა და ინსტიტუტების კრიტიკული შეფასებები საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. კრიტიკული თემებიდან რუსთავი 2-მა მაყურებელს ისეთი მასალები შესთავაზა, როგორიც იყო ფარული ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილის ნათესავის მიერ ე.წ. "ნარუშილოვკებით" (შსს-ს სპეციალური საშვებით) სარგებლობის შესახებ; ტელეკომპანიის ყოფილი მესაკუთრის ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების გამოძიებასთან დაკავშირებით არსებული საეჭვო გარემოებები; მოსამართლე ურთმელიძის დედის წინააღმდეგ 2 წლის დაგვიანებით დაწყებული გამოძიება; სიუჟეტი აშშ-ს ტერორისტთა სიაში ახმედ ჩატაევის მოხვედრის შესახებ, რომელიც ქართულმა სასამართლომ 2012 წელს გაათავისუფლა.

ცალკეულ პირებთან და ინსტიტუტებთან დაკავშირებული კრიტიკული სიუჟეტები პრემიებზე, კორუფციასა თუ ქონებასთან დაკავშირებულ პრეტენზიებზე მაესტროსა და იმედის ეთერშიც ხვდებოდა.

მონიტორინგის სრული ვერსია იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://bit.ly/1kLRiDZ

პროექტი ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის - NED-ის მხარდაჭერით ხორციელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42