გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში მცხოვრებმა, იოსებ ქერდიყოშვილმა ვაშლის ხეების გაჩეხვა და ბოსტნეული კულტურების დარგვა მას შემდეგ გადაწყვიტა რაც სადაზღვე კომპანია „აისი ჯგუფმა“ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი არ აუნაზღაურა.
როგორც ქერდიყოშვილი ,,ნიუპოსტთან“ საუბრისას ამბობს, სადაზღვეო კომპანიაში 2 ჰექტარი ვაშლის ბაღი გაზაფხულზე დააზღვია, სტიიქიის მოსვლის შემდგომ კი კომპანიის სპეციალისტებმა ზარალი აღწერეს და ანაზრაურების პირობაც მისცეს, თუმცა მისი თქმით, პირად ანგარიშზე მხოლოდ 34 ლარი ჩაერიცხა, სადაზღვეო კომპანიის წარმომადგებლები კი სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობენ.
იოსებ ქერდიყოშვილის მსგავსად სადაზღვეო კომპანია „აისი ჯგუფს“ თაღლითობაში ადანაშაულებს თორტიზის კიდევ რამდენიმე მკვიდრი.
გიორგი მაზმანიანის და ზურაბ ფისუაშვილის თქმით, სადაზღვეო კომპანიას მოსავლის დასაზღვევად ერთ ჰექტარზე 90 ლარი გადაუხადეს, იმ პირობით, რომ სტიქიის შემთხვევაში ზარალის ანაზღაურება მოხდებოდა, თუმცა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა. აღნიშნულთან დაკავშირებით სადაზღვეო კომპანია ,,აისი ჯგუფში“ კომენტარს ჯერ-ჯერობით არ აკეთებენ.
მასალის გამოყენების პირობები






