საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილი გამოფენაზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტენდი დაათვალიერა. ის უნივერსიტეტის რექტორს პროფ.დოქტორს ილიას ჩილოღლუს ესაუბრა და წამატებები უსურვა.
’’განათლება არის ჩვენი მთავრობის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი, რადგან განათლებული თაობის გარეშე ჩვენთვის წარმოუდგენელია როგორ უნდა შევძლოთ, ისეთი სიძნელეების გადალახვა, როგორიც არის უმუშევრობა, ეკონომიკა. სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავრობა კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს მეცნიერების ხელშეწყობას,“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული გახსნაზე.
’’დარწმუნებული ვარ, მსოფლიო მეცნიერების უახლესი მიღწევების გაცნობასთან ერთად, აუცილებლად გავიხსენებთ ჩვენს დიდ მეცნიერებს და ახალგაზრდა თაობას გავუღვივებთ ინტერესს, რომ სხვადასხვა თაობის ერთობით, შევძლებთ გავხდეთ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცის სრულუფლებიანი წევრი.“ – განაცხადა მთავრობის მეთაურმა და აღნიშნა, რომ სულ მალე ხელი მოეწერება ’’ევროკავშირის პროგრამის - ჰორიზონტ 2020-ის ასოცირებული წევრობის შესახებ“ ხელშეკრულებას, რაც ქართველ მეცნიერებს შესაძლებლობას მისცემს კიდევ უფრო გააღრმაონ საერთაშორისო თანამშრომლობა, მოიზიდონ დამატებითი თანხები და აწარმოონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევები.“ - დასძინა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები






