ტუღუშების სოციალურად შეჭირვებული, მრავალშვილინი ოჯახი ახლა მეზობლის სახლში ცხოვრობს და დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვს.
,,მეორე სართული ხის იყო და ამიტომ უცბად ჩაიწვა. ფაქტობრივად ვეღარ მოვასაწრით ვერაფრის გამოტანა. მარტო კედლებია დარჩენილი, ნახეთ იატაკიც სულ დანახშირებულია. პირველ სართულზეც ყველაფერი განადგურდა. ჩვენ მეზობლებს უკან არ დაგვიხევია , რაც კი შეგვეძლო იმ წამს ყველა წყალს მოარბენინებდა, სახანძროც დროულად გამოვიძახეთ, მაგრამ რკინიგზაზე ვერ გადმოვიდა, თორემ ბიჭებს წყალის საკმარისი რაოდენობაც ქონდათ. ადგილზე იყვნენ მოსულები რაიონიდან ხელმძღვანელობა, სოციალურად შეჭირებული ოჯახია და ახლა სჭირდება ამ ოჯახს ყველაზე უფრო დახმარება“ - აცხადებენ მეზობლები.
ოჯახის წევრები თქმით მეორე სართულს ცეცხლი უცებ მოედო და ვერაფრის გადარჩენა ვერ შეძლეს, მათი თქმით ხანძარი სავარაუდოდ ძველმა გაუმართავმა ელექტროსადენებმა გამოიწვია.როგორც ოჯახის წევრები ამბობენ სახანძრო- სამშველო სამსახური ადგილზე დროულად მოახერხებდა მისვლას, თუმცა რკინიგზაზე გადასასვლელის არ არსებობის გამო, შემოვლითი გზით, შორი მანძილიდან მოუხდათ დანიშნულების ადგილამდე მისვლა:
,, სახანძრო კი მოვიდა ადგილზე დროულად, მაგრამ რკინიგზაზე არ გვაქვს გადასასვლელი, რამდენჯერ გავაკეთეთ, იმდენჯერ დაგვიშალა რკინიგზამ და მეორე მხრიდან მოუწიათ მოსვლა. პირდაპირ რომ მოსულიყო, იქნება რამე გადარჩენილიყო .ეს შესაძლებელი იყო. სახანძრო რომ მოვიდა მეორე სართული უკვე დამწვარი იყო“ - აცხადებენ ტუღუშები.
აღსანიშნავია, რომ ტუღუშები სოციალურად შეჭირვებულთა კატეგორიას მიეკუთვნებიან, თუმცა ბოლო სამი თვეა ფულადი დახმარება შეჩერებული აქვს. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ოჯახში არც ერთი წევრი დასაქმებული არ არის. შესაბამისად, ტუღუშების მრავალშვილიანი ოჯახის შემოსავალი მხოლოდ სოციალური შემწეობა იყო. მათ დახმარებისთვის უკვე მიმართეს სოფლის წარმომადგენლობას.
სოფლის გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებლის ინგა ტუღუშის თქმით, მათ შუამდგომლობით გამგეობას მიმართეს და გადაწყვეტილებას ელოდებიან.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი მაკა გოგიჩაიშვილი კი აღნიშნავს, რომ ოჯახის სარეიტინგო ქულა 63 ათასია. ტუღუშებს სარეიტინგო ქულა 4 ნოემბერს მიენიჭათ . თანხის დანიშვნის პროცედურა რამდენიმე დღეში უნდა განხორციელებულიყო , თუმცა მომხდარიდან გამომდინარე, პროცედურები დროებით შეჩერდება და თავიდან შეივსება დეკლარაცია.“- დასძენს გოგიჩაიშვილი.
რაც შეეხება ადგილობრივი ხელმძღვანელობის პოზიციას, ლანჩხუთის გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძის თქმით გაგეობამ უკვე იცის ამ ოჯახის პრობლემის შესახებ და შესაბამისს დახმარებას გაუწევენ:
,,ინფორმაცია უკვე მოგვაწოდა სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა , განიხილავენ ამას და შესაძლებლობის ფარგლებში აუცილებლად დაეხმარებიან“- აცხადებს ცინცაძე.
თეა იოსელიანი - გურია
მასალის გამოყენების პირობები






