„ეს საკმარისი იყო ჩვენთვის იმისთვის, რომ საქმის წარმოება დაგვეწყო. ჩვენი შიდა აუდიტი და შესაბამისად, მონიტორინგის სამსახური დილიდან უკვე სკოლაში იმყოფება და ვიკვლევთ, რა მოხდა და რა გადაცდომას აქვს ადგილი. როგორც კი დამთავრდება და პირველადი ინფორმაცია მექნება, შემდეგ დეტალურად გავაკეთებ განცხადებას. სერიოზული სანქცია იქნება. მაქსიმალური სანქცია, რაც კი რაიმე შეიძლება გამოვიყენოთ, თუ ეს ნამდვილად დადასტურდა. თუ ეს დადასტურდა აუცილებლად გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს, რადგან ასეთ რამეს, მითუმეტეს ბავშვებთან მიმართებაში, მე პირადად არც ერთ სკოლაში არ დავუშვებ. იმ შემთხვევაში, თუკი დამტკიცდა დირექტორის დანაშაული, მაქსიმალური სანქცია იქნება გამოყენებული,“ – განაცხადა თამარ სანიკიძემ.
უწყების ინფორმაციით საკითხის შესწავლის შემდეგ კვლევის შედეგები გასაჯაროვდება.
გუშინ, 130-ე სკოლის მოსწავლის მშობელმა რუსა ამირეჯიბმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც ის კანის ფერის მიზეზით მისი შვილის მისამართით სკოლაში არსებულ დისკრიმინაციაზე მიუთითებს და აღნიშნულის გამო ჩივილს აპირებს.
წყარო edu.aris.ge
მასალის გამოყენების პირობები






