- ჯაბა გარდა სიმღერისა რით ხარ დაკავებული?
- ვსწავლობ. ორი წელია დავდივარ თეატრალურ სტუდიაში „ბერიკები“, ვმონაწილეობ რამდენიმე სპექტაკლში. ჩემი ოცნება წარმატების მიღწევა იყო და ამ ეტაპზე ნიჭიერის სახით ამიხდა.
- პროექტში მონაწილეობა რამ გადაგაწყვეტინა?
- ერთ დღეს მეგობართან ვიყავი და სრულიად მოულოდნელად მივიღე ეს გადაწყვეტილება. რადგან თბილისში კასტინგი უკვე ჩატარებული იყო, ფეისბუკით დავრეგისტრირდი, გავგზავნე ჩემი ვიდეო და დამიკავშირდნენ მალევე. ძალიან დაძაბული ვიყავი ჩაწერის დღეს, რაც მეტყობოდა კიდეც. ჟიურის ასეთ რეაციას არ მოველოდი. რომ დავინახე მოეწონათ, მერე დავმშვიდდი და ისე განვაგრძე სიმღერა.
- შენს ოჯახზე რას გვერტყვი?
- ერთი ძმა მყავს, რომელიც 12-ე კლასში სწავლობს. დედა სტომატოლოგია, მაგრამ არ მუშაობს, მამა კი არქიტექტორია. დეიდას აქვს მხოლოდ ოჯახში ხელოვნებასთან შეხება, რომელიც მინანქარზე მუშაობს. მისგან ხატვის ნიჭი გამომყვა, მეც ვხატავ.
- მღერი, ხატავ... კიდევ რისი ნიჭი გაქვს?
- ადრე ლექსებს ვწერდი. ყველა მეუბნება, მაგარიაო, მაგრამ მე არ მომწონდა და ამიტომ აღარ ვწერ. თუ მუზა მომივიდა მხოლოდ იმ შემთხვევაში.
- მაყურებელი ელოდება შენს შემდეგ გამოსვლას ნიჭიერში...
- ვამზადებ ახალ სიმღერას, რომელიც იმედი მაქვს ნიჭიერის მაყურებელს ასევე ძალიან მოეწონება.
მარიკა ხიდურელი




მასალის გამოყენების პირობები






