საბავშვო ბაღის ძიძა აღსაზრდელის შეურაცხყოფის გამო სამსახურიდან დაითხოვეს. შემთხვევა ბათუმის მეექვსე საბავშვო ბაღში მოხდა. ძიძის გათავისუფლების საფუძველი ფარულად გადაღებული ვიდეომასალა გახდა.
"თმას არ შეგატოვებ თავზე საზიზღარო. გაგიხმათ ტვინები. მოეთრიე აგერ, არ დასრიალდე და არ გადამრიო...ცხვირ-პირი უნდა ამოგინაყოს კაცმა“ , - სწორედ ამ სიტყვებით მიმართავს ძიძა აღსაზრდელს. იგი 4 წლის ბავშვს ლანძღავს. ამავე ბაღის აღმზრდელმა ნათია ცინცაძემ მუქარის ვიდეო პარასკევს გადაიღო. მისი მტკიცებით, აღსაზრდელი ბავშვზე სააბაზანოში ძალადობს.
ვიდეოს გასაჯაროება ნათიას ბავშვის მშობელმა აუკრძალა, თუმცა მან ვიდეო დედაქალაქის მერს აჩვენა.
ვიდეოს გასაჯაროების შემდეჰ ბაღის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და ცინცაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. გურანდა გობაძე პედაგოგს სიკრედიტაციაში ადანაშაულებს. მიზეზად იმ ფაქტს ასახელებს, რომ რამდენიმე თვის წინ ბაღის დირექტორის თანამდებობიდან ნათია ცინცაძის დედა გათავისუფლდა.
ინციდენტში მონაწილე ძიძას უფლებამოსილება დღეს შეუჩერეს. საქმეში ბაღების გაერთიანებასთან ერთად ქალაქის მერია და შინაგან საქმეთა სამინისტროც ჩაერთო.
მასალის გამოყენების პირობები






