ახალი სკოლები ლამბალოსა და იორმუღანლოში
საზოგადოება - 16:17, 09 Nov, 2015     1577
განათლების სამინისტრო ახალი სკოლების მშენებლობასა და რეაბილიტაციას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სოფელ იორმუღანლოში თანამედროვე სტანდარტების ახალი სკოლა გაიხსნა, რომელიც დღეს 1163 მოსწვალეს ემსახურება. ექსპლუატაციაში შევა სოფელ ლამბალოს სკოლაც, სადაც წინა ხელისუფლების დროიდან მოყოლებული, მოსწავლეები უკიდურესად შეუფერებელ, ფაქტობრივად, ბოსელში სწავლობენ. თუმცა, თანამედროვე სასწავლო რესურსებით აღჭურვილ და კომფორტულ გარემოში სულ მალე ლამბალოშიც სწავლას 1000-ზე მეტი, ძირითადად არაქართულენოვანი მოსწავლე გააგრძელებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ახალ ხელისუფლებას ყველაზე ცუდი მდგომარეობა სკოლების ინფრასტრუქტურის კუთხით დახვდა და ეს პრობლემა რომ არა, ბევრად წინ იქნებოდა განათლების სისტემა არა მხოლოდ ფინანსური რესურსების მიმართვის, არამედ დროის კუთხით.

მარტო ახალ სასწავლო წელს, საქართველოს სოფლებში, სადაც ბავშვებისთვის არათუ კარგი, ნორმალური სასწავლო გარემო სანატრელი იყო, არაერთი თანამედროვე სკოლა გაიხსნა. კერძოდ, ხოვლეში (კასპის მუნიციპალიტეტი), სამღერეთში (თეთრიწყარო), წილკანში (მცხეთა), მუხრანში (მცხეთა), ბუღაშენში (ახალქალაქის), სვირში (ზესტაფონის), აბანშო (ქარელი), წიფნარში (ჩოხატაური) ზედა ვანში და ა.შ.

ახლადგახსნილი იორმუღანლოს სკოლაც, რომლის მშენებლობაც ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაჯდა, ერთ-ერთი საუკეთესოა. სკოლის მასწავლებელი, ხათუნა ჭეშურაშვილი იორმუღანლოს საჯარო სკოლაში ქართული ენის მასწავლებლად 2009 წლის სექტემბრიდან მუშაობს: „მახსენდება ჩემი პირველი განცდები, რომლებიც სკოლის ნახვისთანავე დაიწყო. ძნელი, ძალიან ძნელი იყო მანავის სკოლიის შემდეგ იორმუღანლოს სკოლაში მუშაობა. სკოლის შენობა სამსართულიანი, ძველი, გვერდით ზედმეტი სხეულივით- ორსართულიანი, კიდევ უფრო ძველი შენობა. ეს გარედან. შიგნით კი, პატარა, ვიწრო, ბნელი ოთახები, ფანჯრები სამხრეთიდან. ნებისმიერ ამინდში დამაბრმავებელი შუქი დაფაზე და მოუსვენრად მოძრავი მოსწავლეები იმის მცდელობაში, რომ როგორმე დაენახათ დაფაზე ნაწერი. ცუდი ეზო, „ვაი“ საპირფარეშო... შიში ქარისა, რომელიც შლეგიანივით უბერავდა ოთახებსა და კორიდორებში, უბერავდა თითქმის მთელი ზამთარი“ - იხსენებს პედაგოგი, რომლის თქმით, ახალი სკოლით ყველა გახარებულია: „ჯერ სკოლის ძველი შენობა გარემონტდა. შეიცვალა კარ-ფანჯარა, დამონტაჟდა გათბობის სისტემა, განახლდა სასკოლო ინვენტარი. რაც მთავარია, აშენდა ახალი სანმსართულიანი კორპუსი დიდი და ნათელი. შენდება ყველაფრით უზრუნველყოფილი, ევროსტანდარტების შესაბამისი ტუალეტი, შემოიღობება და კეთილმოეწყობა ეზო და სპორტული მოედანი. უღრმესი მადლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ქალბატონ თამარ სანიკიძეს“.

სკოლის მოლოდინში არიან ლამბალოელი მოსწავლეები და მასწავლებლებიც. პედაგოგი რუსუდან დუჩიძეც მიიჩნევს, რომ დღეს ყველაზე საჭირბოროტო თემა სკოლების ინფრასტრუქტურაა. ეს პრობლემა, მათ წლების განმავლობაში აწუხებდათ და არა მხოლოდ მათ, მთლიანად სოფელს, მოსწავლეებს და პედაგოგებს, მაგრამ უკვე დაძლიეს ეს პრობლემა, ლამბალოს სკოლა უკვე მშენებლობის დამთავრების აქტიურ ფაზაშია და სულ მალე, მის საჯაროდ გახსნას ყველა ერთად იზეიმებს.

„სკოლაში ისევე სწავლობენ მოსწავლეები და მუშაობენ პედაგოგები, როგორც ყველა სხვა სკოლაში, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ აქ სკოლის შენობა არ არსებობს. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს დაქირავებულ კერძო ბინებში, რომელიც ყოვლად შეუფერებელია იმ მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის, რომელსაც განათლების სისტემა უყენებს ნებისმიერ მასწავლებელსა და მოსწავლეს. წლების განმავლობაში იყო მრავალი დაპირება, რომ სკოლა მალე აშენდებოდა და 1 სექტემბერს სკოლის კედლებში ვიზეიმებდით, მაგრამ დაპირება დაპირებად რჩებოდა და ჩვენი თხოვნა ზეპირი თუ წერილობითი რჩებოდა „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“. 8 წლის განმავლობაში მოსწავლეები და მასწავლებლები კვლავ უბრუნდებოდნენ იმავე გარემოს, რომლის დანახვა უკვე აღარ უნდოდათ და აღარ უხაროდათ.

მთელი ჩენი რაიონი, სოფელი, სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, მოსწავლეები და მათი მშობლები მოლოდინით შევცქერით დამთავრების სტადიაზე მყოფი სკოლის შენობას და მოუთმენლად ველოდებით მშენებლობის დასრულებას. თქვენ წარმოიდგინეთ, ბავშვებს ისე უხარიათ, ერთ–ერთმა მოსწავლემ ქართული სიმღერა თბილისზე ამ სკლას მოარგო...

მიმაჩნია, რომ მოსწავლისთვის სკოლა უნდა იყოს ის საყვარელი ადგილი, სადაც თანდათანობით მოხდება მისი ზრდა–განვითარება და შემდგომში მისი მოქალაქედ ჩამოყალიბება. მჯერა, რომ სულ მალე ლამბალოს საჯარო სკოლა, რომელშიც ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლეები სწავლობენ გახდება ერთ–ერთი წარმატებული სკოლა, არა მხოლოდ ჩვენს რაიონში, რაიონის ფარგლებს გარეთაც. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ჩვენს მთავრობას, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მის ინფრასტრუქტურის კოლექტივს და საერთოდ ყველას, ვინც იზრუნა და საკუთარი წვლილი შეიტანა სკოლის მშენებლობის საქმეში, რათა ჩვენი მომავალი თაობა ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში იზრდებოდეს და სწავლობდეს“ - აცხადებს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი რუსუდან დუჩიძე.

რაც შეეხება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აცხადებენ, რომ მომავალში, კიდევ ათობით სკოლის მშენებლობა და ასობით სკოლის ინფრასტრუქტურული პროექტები აქვთ დაგეგმილი.

წყარო - გაზეთი: „ვერსია“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42