„სოციალური პარტნიორობა“ პატარა ლუკას დასახმარებლად
საზოგადოება - 16:14, 09 Nov, 2015     1277
საწოლსმიჯაჭვული ადამიანის მოვლა - რთულია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მარტო ხარ და არავინ გიდგას გვერდში. მაგრამ ზოგჯერ დასახმარებლად მოდიან სრულიად უცნობი ადამიანები. ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ უკვე 3,5 წელია სასიცოცხლო დახმარებას უწევს 500 საწოლსმიჯაჭვულ ადამიანს. რომელთა შორის 12 არასრულწლოვანი ბავშვია. ერთ-ერთი 13 წლის ლუკაა.

ლუკას დედა, ირინა 15 წლის გათხოვდა. შეეძინა მშვენიერი გოგონა. ახალგაზრდა ოჯახი ბედნიერი იყო. მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც 7 წლიანი ლოდინის შემდეგ შეიტყვეს, რომ ირინა ორსულად იყო და ბიჭს ელოდა. მაგრამ მათი ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა. პატარა ლუკა თანდაყოლილი პათოლოგიებით დაიბადა, და ექიმების დიაგნოზმა განაჩენივით გაიჟღერა: მიკროცეფალია, ეპილეფსია, კიდურების დეფორმაცია და ღეჭვის რეფლექსის არქონა...

„კეთილმა ხალხმა“ ირინას ურჩია ბავშვი დაეტოვებინა და ჩვეულ ცხოვრებას დაბრუნებოდა. მაგრამ ირინამ მტკიცედ გადაწყვიტა, რომ საკუთარ შვილს არასოდეს მიატოვებდა და ყოველთვის მის გვერდით იქნებოდა. სამწუხაროდ ირინა მარტო დარჩა ორ ბავშვთან და უამრავ პრობლემასთან ერთად. 13 წლის განმავლობაში იგი რჩება თავისი შვილის ერთგული და უვლის მას ახალშობილივით.

პატარა ოთახში, სადაც ირინა ორ ბავშვთან ერთად ქირით ცხოვრობს, არ არის არანაირი პირობები. სველი წერტილები ეზოშია, რომლითაც 4 ოჯახი სარგებლობს. მიუხედავად ყველა ცხოვრებისეული პრობლემისა, ირინა ცდილობს იყოს მშვიდი, რადგან იცის, რომ დედის ყველა ემოცია ბავშვს გადაეცემა. ლუკა დედას გრძნობს, რეაგირებს მის ხმაზე, იღიმის, როდესაც ირინა მას ეფერება, ეხუტება და უმღერის... მაგრამ სიმშვიდის შენარჩუნება და ცრემლების შეკავება, სულ უფრო და უფრო ძნელი ხდება. სოციალური დახმარების და ლუკას პენსიის დიდი ნაწილი ოთახის ქირაში იხარჯება. ლუკას დღეში 3,5 ლარის წამლები სჭირდება და ზოგჯერ ოჯახი არჩევანის წინაშე დგება, იყიდონ საჭმელი თუ წამლები. მაგრამ ალბათ ხვდებით როგორ არჩევანს აკეთებენ ირინა და ლუკას უფროსი და - მშივრები როგორმე გაძლებენ, ხოლო ლუკასთვის წამლების გარეშე არ შეიძლება.

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ ირინას და ლუკას ეხმარება წამლებით და საკვები პროდუქტებით. ექთნები ეხმარებიან ირინას შვილის ბანაობაში, უტარებენ ბავშვს საჭირო პროცედურებს. სამწუხაროდ მხოლოდ ფონდი ვერ გადაწყვეტს ირინას და ლუკას პრობლემებს. აქ მთელი საზოგადოების ჩართულობაა საჭირო.

თქვენი ნებისმიერი სახის დახმარება (ფინანსური,პროდუქტებით, მედიკამენტებით...), ამ ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 (დანიშნულებაში მიუთითეთ ლუკა ნავროზიანი) ან პირდაპირ ფონდის ვებგვერდიდან http://fsp.ge/ge/donate/

ამ ოჯახის შესახებ დამატებით ინფორმაციას მივაწვდით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც დახმარების სურვილს გამოთქვამს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42