მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი
ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საგრძნობლად გაიზარდა ინდექსი პოლიციის საქმიანობის მხრივ (+3) და, ჩვეულებრისამებრ, ჯანდაცვის სფეროს დარგში (+2). მნიშვნელოვანი ვარდნა გვაქვს შემდეგ მიმართულებებში: დასაქმება (-2), სოც. დაუცველებზე/პენსიონრებზე ზრუნვა (-3), საგარეო ურთიერთობები (-2). ერთსაფეხურიანი ვარდნა შეინიშნება ასევე ტერ. მთლიანობა, უსაფრთხოების დარგში და მთავრობის ხალხისადმი დამოკიდებულების მხრივ.
GS Index - მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი
შედარებითი გრაფიკი

წარმატების მოლოდინის ინდექსი
წარმატების მოლოდინის ინდექსი კვლავ მაღალია (დანარჩენ დარგებთან შედარებით) ჯანდაცვის სფეროსთვის და ასევე განათლების მხრივ. უარყოფით მახასიათებელს ინარჩუნებენ ისეთი საკვლევი მიმართულებები, როგორიცაა ეკონომიკური საქმიანობა (-2 - ინდექსის ვარდნა სექტემბერთან შედარებით), დასაქმება (-1), სოც. დაუცველებზე/პენსიონრებზე ზრუნვა (-1), საგარეო ურთიერთობები (+1) და მთავრობის დამოკიდებულება ხალხისადმი.
GS Index - წარმატების მოლოდინის ინდექსი
შედარებითი გრაფიკი
მთავრობის საქმიანობის რეიტინგი
მაღლა მოცემული ორი ინდექსური ბაზის საფუძველზე ვადგენთ მთავრობის საქმიანობის რეიტინგს.
მთავრობის საქმიანობის რეიტინგის ზოგადად დაბალი მაჩვენებლების ფონზე ინდექსმა დაიწია შემდეგი მიმართულებებით - ტერ. მთლიანობა, უსაფრთხოება, ჯარი (-2), საგარეო ურთიერთობები (-1), მთავრობის დამოკიდებულება ხალხისადმი (-1). წინა თვესთან შედარებით ზრდა დაფიქსირდა მხოლოდ პოლიციის დარგში (+2).
GS Index - მთავრობის საქმიანობის რეიტინგი
შედარებითი გრაფიკი
ტრადიციულად, გიჩვენებთ ცხრილს, სადაც მოცემულია თითოეული მიმართულებით მთავრობის საქმიანობის რეიტინგისდინამიკა ბოლო 6 თვისგანმავლობაში.
როგორც ვხედავთ, თვეების მიხედვით,ტენდენცია მნიშვნელოვნად არ იცვლება. ჯანდაცვის სფერო საგრძნობლად გამოირჩევა სხვა საკვლევ დარგებისგან. ბოლო თვეებში ყველაზე მაღალ ნიშნულს საქმიანობის რეიტინგმა მიაღწია პოლიციის სფეროში. ამის საპირისპიროდ, რეიტინგის უმცირესი მაჩვენებელი, უკანასკნელი 6 თვის მანძილზე, დაფიქსირდა ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოება, ჯარის და ხალხისადმი დამოკიდებულების მიმართულებებით.

ინდექსების საერთო საშუალო მაჩვენებელი
ქვემოთ გრაფიკებზე მოყვანილია ინდექსების საერთო საშუალო მაჩვენებელი ყველა საკვლევი მიმართულებით, თვეების მიხედვით. როგორც ვხედავთ, ინდექსის საშულო მაჩვენებელი, როგორც მიმდინარე საქმიანობისთვის, ასევე მოლოდინის მხრივნულის ქვემოთ იმყოფება, რაც საერთო ჯამში მოქმედებს მთავრობის რეიტინგის ინდექსზე. აღსანიშნავია, ივლისის შემდეგ მიმდინარე საქმიანობის ეფექტურობის ინდექსისა და მთავრობის საქმიანობის რეიტინგის კლების ტენდენცია.

ტექნიკური ინფორმაცია
კვლევის ფარგლებში ხდება მთავრობის საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროების მიმართ მოსახლეობის განწყობისა და მოლოდინების შეფასება, რის შედეგადაც ითვლება 3 ტიპის ინდექსი:
• მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი
• წარმატების მოლოდინის ინდექსი
• მთავრობის საქმიანობის რეიტინგი
კვლევის მორიგი ტალღა ჩატარდა 2015 წლის სექტემბერ-ოქტომბრის თვეებში. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა თბილისის მოსახლეობა: 1200 რესპონდენტი, რომელთა ასაკიც იყო 18+. რესპონდენტებს დაესვათ კითხვა მთავრობის საქმიანობის შესახებ შემდეგ სფეროებთან დაკავშირებით:
• ჯანდაცვის სფერო
• განათლება და მეცნიერება
• ეკონომიკური საქმიანობა
• დასაქმება
• სოციალურად დაუცველებზე (მათ შორის პენსიონერებზე)ზრუნვა
• საგარეო ურთიერთობები
• ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოება, ჯარი
• პოლიცია
• ადამიანის უფლებები
• მთავრობის დამოკიდებულება ხალხისადმი
ინდექსების განმარტება, ტერმინოლოგია
მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი – გამოხატავს საზოგადოების დამოკიდებულებას ამა თუ იმ სფეროში ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული ნაბიჯების მიმართ. ინდექსი დამოკიდებულია თითოეულ სფეროში დადებითი და უარყოფითი პასუხების პროპორციაზე. მნიშვნელობას იღებს -100-დან +100-მდე.
წარმატების მოლოდინის ინდექსი – გამოხატავს საზოგადოების მოლოდინს ამა თუ იმ სფეროში მთავრობის მიერ განხორციელებული ნაბიჯების შედეგების მიმართ. ეს ინდექსი ასევე დამოკიდებულია თითოეულ სფეროში დადებითი და ნეგატიური პასუხების პროპორციაზე. მნიშვნელობას იღებს -100–დან +100–მდე.
მთავრობის საქმიანობის რეიტინგი – ორი ინდექსის კრებითი ინდექსი, რომელიც გამოხატავს თუ რამდენად კმაყოფილია საზოგადოება კმაყოფილებას მთავრობის მიმდინარე მუშაობით და რამდენად ენდობა მას მომავალში. მნიშვნელობას იღებს 0–დან 100–მდე.
მასალის გამოყენების პირობები






