ფინანსთა მინიდტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან განხილვის ძირითადი თემები მიმდინარე და მომავალი წლის ბიუჯეტების პარამეტრების დაზუსტება იქნება:
"განხილვის ძირითადი თემა იქნება წლევანდელი ბიუჯეტის პარამეტრების დაზუსტება, ასევე 2016 წლის პარამენტრებზე შეთანხმება. როგორც ცნობილია, ძირითადი პარამენტრები თითქმის შეთანხმებულია, უბრალოდ გვინდა, კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ, როგორც საქართველოსთან, ისევე რეგიონთან მიმართებაში რა მოლოდინები აქვს წელს სავალუტო ფონდს, რომელიც თავის მხრივ, გავლენას მოახდენს მომდევნო წლის ბიუჯეტსა და ეკონომიკურ მდგომარეობაზე"- განაცხადა კაკაურიძემ.
ეკონომიკური ექსპერტების ვარაუდით სავალუტო ფონდის რეკომანდაციები მკაცრი იქნება და ის ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებისკენ იქნება მიმართული.
ვიზიტი 21 ნოემბრამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები






