ვახუშტის ხიდთან 600 ნერგი და ფილარმონიასთან 6 ზრდასრული ხე დაირგო
საზოგადოება - 14:03, 08 Nov, 2015     1523

ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის მიმდებარედ, ფოთლოვანი და წიწვოვანი 600 ნერგი, მელიქიშვილის გამზირზე, ფილარმონიასთან კი ნეკერჩხლისა და ჭადრის 6 ზრდასრული ხე-მცენარე დაირგო.

ურბანული გამწვანების ფარგლებში გამართულ აქციაში მონაწილეობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ და ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო სულხანიშვილმა მიიღეს.

"აქტიურ ფაზაში შევიდა გამწვანების ღონისძიებები ქალაქის სხვადასხვა ნაწილში. ამ ეტაპზე აქცენტი აღებულია ქალაქის ისეთ ადგილებზე, სადაც ცარიელი სივრცეებია. რაიონული გამგეობების ჩართულობით, ხეები ასევე დაირგვება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ეზოებში. გარდა ამისა, გამწვანდება თბილისის შემოგარენში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტერიტორიები. დეკემბრის შუა რიცხვებამდე ინტენისურად ვიმუშავებთ და, ქალაქის მასშტაბით, 313 000 ხეს დავრგავთ",-განაცხადა დავით ნარმანიამ.

საშემოდგომო გამწვანების სამუშაოები, რომელიც დედაქალაქში მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო, ქალაქის ყველა რაიონში აქტიურად მიმდინარეობს. თბილისის შემოგარენის მასშტაბური განაშენიანების პარალელურად, ხორციელდება ურბანული გამწვანების სამუშაოები დედაქალაქის ქუჩებსა და სანაპიროებზე. აღნიშნული ნერგები კონტრაქტორმა კომპანიამ ორწლიანი მოვლა-პატრონობის პირობით დარგო. სეზონური გამწვანების ფარგლებში ქალაქში, ამ დროისათვის, უკვე დარგულია 120 ათასზე მეტი ნერგი.

საშემოდგომო რგვები დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება და ქალაქის შემოგარენსა და შიდა ტერიტორიაზე სულ 313 000 ხე-მცენარე დაირგვება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42