,,გურიის მოამბე“ მხარდაჭერას უცხადებს ,,რუსთავი 2“-ს
საზოგადოება - 15:48, 07 Nov, 2015     1095
ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ს მხარდაჭერას უცხადებს ,,გურიის მოამბე“. აღნიშნულ განცხადებას გაზეთი საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს, რომელსაც ,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

“ჩვენი მედიაორგანიზაციისთვის, უკიდურესად შემაშფოთებელია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები

განსაკუთრებით კი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის, 5 ნოემბრის, ცნობილი განჩინების შემდეგ, რაც დიდი რისკის ქვეშ ამყოფებს საქართველოში ფუნქციონირებად მედია საშუალებებს და ჟურნალისტებს.

განჩინებით, მოსამართლემ შექმნა შესაძლებლობა, მედიასაშუალებების სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვის, შეცვლის ანაც სრულიად გაქრობის, მეტიც თავად დააწესა გარკვეული რეგულაციები და გასცა მითითებები.

„გურიის მოამბე“ მხარდაჭერას უცხადებს „რუსთავი 2“- სა და ჟურნალისტებს და იმედოვნებს, რომ სამოქალაქო საზოგადოება შეძლებს გამონახოს გზები, არსებული კრიზისის დასაძლევად, რაც საშუალებას მოგვცემს, ჟურნალისტებს, თავიდან ავიცილოთ შემოტევები, რათა დაუბრკოლებლად შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა, ვინაიდან დიდი ალბათობაა, რომ, მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილება, იმ შემთხვევაში თუ ის სააპელაციო სასამართლომ დატოვა ძალაში, საქართველოს სასამართლო სისტემაში გახდეს არასავალდებულო, თუმცა პრეცედენტული. რეგიონალურ მედიას კი, ადგილობრივ ჩინოვნიკებთან, ყოველწლიურად რამდენიმე სასამართლო დავა აქვს. ამ სასამართლო დავებისას ჩვენი ძირითადი დასაყრდენი სასამართლოს მხრიდან მედიის შესაძლო შეზღუდვაზე აპელირებაა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მისი შესაძლო შედეგები კი თავდაყირა აყენებს ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის არსებობის საკითხს, რადგან, კვლავ ვიმეორებთ, მედიის შეზღუდვა შესაძლოა, სასამართლოს მხრიდან გახდეს ჩვეულებრივი მოვლენა და თავად სასამართლო გადაიქცეს მედიის დამსჯელ ორგანოდ ხელისუფლების ხელში“ - ნათქვამია ,,გურიის მოამბის“ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42