დე ფაქტო აფხაზეთში ქართველ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს გამოცდების ჩაბარება რუსულად მოუწევთ
საზოგადოება - 15:35, 06 Nov, 2015     1951
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო განათლების სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გალის რაიონის სოფლების ქართულენოვან მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება რუსულ ენაზე მოუწევთ. შესაბამისი განკარგულება ქართული სკოლის პედაგოგებს გუშინ დაურიგდათ. ახალი კანონის თანახმად, მასწავლებლებს მოეთხოვებათ სოხუმში ტრენინგების გავლა, რუსულ ენაზე გამოცდების ჩაბარება და შესაბამისი სერტიფიკატის აღება. სერთიფიკატის არარსებობის შემთხვევაში, ისინი პედაგოგიური საქმიანობის გაგრძელებას ვეღარ შელებენ.

როგორც "ნიუპოსტს" ადგილობრივებმა აცნობეს, ქართველი მასწავლებლებისთვის შესაბამისი მოთხოვნებით რუსული გამოცდების ჩაბარების აუცილებლობა, ერთგვარი ხრიკია და სკოლებიდან ქართველი მასწავლებლების გაშვებას ისახავს მიზნად. მათი თქმით, ვინაიდან მასწავლებელთა უმრავლესობას ქართული განათლება აქვს მიღებული, არსებობს დიდი ალბათობა, რომ ისინი აფხაზური კანონმდებლობით გათვალისწინებულ გამოცდებს ვერ ჩააბარებენ და მათი ჩანაცვლება აფხაზი და რუსი მასწავლებლებით მოხდება.

პრობლემა ექმნებათ იმ მოსწავლეებსაც, რომლებიც ქართულ ენაზე სწავლობდნენ და შესაბამისად, რუსული გამოცდების ჩაბარება გაუჭირდებათ. დადგენილების მიხედვით, მე9-10 კლასის მოსწავლეებს, დამამთავრებელი კლასის გამოცდების ჩაბარება რუსულ ენაზე მოუწევთ. მშობლების თქმით, ისინი ე.წ. საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლების ქართულ სკოლებში შვილების გადაყვანასაც ვერ მოახერხებენ, ვინაიდან ქართულ განათლების სისტემასთან აფხაზური ატესტატი და აფხაზური ე.წ. საგანმანათლებლო სისტემა წინააღმდეგობაში მოდის. შესაბამისად, აფხაზური ატესტატის მქონე მოზარდები, ვერც ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ვერ შეძლებენ სწავლის გაგრძელებას.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42