პოლიტიკური თოქ-შოუ პოლიტიკოსების გარეშე - მიშველაძე საზოგადოებრივ მაუწყებელზე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუს წაიყვანს
საზოგადოება - 14:18, 05 Nov, 2015     3055
პოლიტიკური თოქ-შოუ პოლიტიკოსების გარეშე - ჟურნალისტი ეკა მიშველაძე საზოგადოებრივ მაუწყებელზე რჩება.

როგორც ჟურნალისტმა "ნიუპოსტს" განუცხადა, ის არხზე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუს მოამზადებს. გადაცემა ეთერში სავარაუდოდ, 2016 წლის იანვრიდან გავა.

"მონახაზი უკვე მაქვს. გადაცემა უფრო ანალიტიკური იქნება. მის ფორმატზე კი, მიმდინარეობს მსჯელობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან. ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრები გაიმართა, შევხვდი გენერალურ დირექტორს, გიორგი ბარათაშვილს" - განაცხადა ჟურნალისტმა "ნიუპოსტთან".
კითხვაზე მოიწვევს თუ არა ის გადაცემაში მის პოლიტიკოს მეუღლეს, ჟურნალისტმა განაცხადა, რომ პოლიტიკურ თოქ-შოუში პოლიტიკოსები მინიმალისტურად იქნებიან წარმოდგენილნი.
"ჭკვიან ადამიანებს შეუძლიათ გააკეთონ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ, პოლიტიკოსების გარეშე"- დასძინა მან.
ეკა მიშველაძეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე თოქ-შოუ "პირველი სტუდია" მიჰყავდა, თუმცა 4 სექტემბრს ჟურნალისტს განუცხადეს, რომ მისი გადაცემა დაიხურა.
მაშინ მიშველაძე მომხდარს პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებდა. "საზოგადოებრივი მაუწყებელი" კი აცხადებდა რომ გადაცემის დახურვის მიზეზი მიშველაძისა და "თავისუფალი დემოკარტების" ერთ-ერთი ლიდერის, ალექსი პეტრიაშვილის ქორწინება გახდა.
"მაუწყებლის კოდექსის თანახმად, ჟურნალისტმა, რომელიც პოლიტიკური ლიდერის მეუღლეა, უხერხულია, წაიყვანოს პოლიტიკური გადაცემა" - ამბობდა დირექტორის მრჩევლი, ბასა ჯანიკაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42