ტრაგედია დატრიალდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში, მეოთხეკლასელი ბიჭი თავისევე თანატოლი მამიდაშვილის ნასროლმა ე. წ. კისტის თოფმა იმსხვერპლა, რომელიც იარაღის მაღაზიაში ყველანაირი ნებართვის გარეშე იყიდება. ამ დროს ის არაერთხელ ქცეულა მკვლელობის იარაღად, მათ შორის, როგორც ირკვევა, სოფელ ჩალაუბანშიც.
მ.ნ. სოფელ ჩალაუბნის მცხოვრები:
- დღეს ჩირიკაშვილების სახლთან ჩავლაც კი გვიმძიმს, საშინელ დღეში არიან გარდაცვლილი ცხრა წლის ბიჭის მშობლები, არანაკლებ შავ დღეშია იმ ბიჭის ოჯახიც, რომელსაც თოფი გაუვარდა. რატომ ჰყიდიან ამ თოფს ასე უკონტროლოდ და ბავშვების სათამაშოდ?! ამ რამდენიმე წლის წინ, ამ თოფის ტყვიით კიდევ ერთი ადამიანი მოკვდა ჩვენს სოფელში, შარშანაც დაჭრეს ბიჭებმა ერთმანეთი და დაჭრილი ძლივს გადაარჩინეს, - ისეთი მძიმე ოპერაცია დასჭირდა, 3 კვირა იწვა საავადმყოფოში.
ბავშვები მეზობლად ცხოვრობდნენ, ერთად იზრდებოდნენ და არც მათ და არც მათ მშობლებს ერთმანეთზე უკეთესი ბევრი არავინ გააჩნდათ. ახლა კი ერთმა "კისტის" თოფმა ორივე ოჯახი დაღუპა. იმ ბავშვის ოჯახი, როემლსაც თოფი გაუვარდა, არანაკლებ მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე გარდაცვლილისა. შვილს ხელი მოჰკიდეს და მაშინვე გაიხიზნენ სახლიდან, სწორადაც მოიქცნენ, ასეთ დროს გამწარებული ჭირისუფლის პირისპირ ყოფნა კარგს არაფერს მოიტანს. ვინც ამ სასიკვდილო იარაღს ყიდის, იმას უნდა მოეთხოვოს პასუხი, ან ის ოჯახები უნდა დაჯარიმდნენ, რომლებიც შვილებისთვის ამ თოფებს იყიდიან და მერე აღარავინ გაიქცევა სიკვდილის საყიდლად.
მასალა ვრცლად იხილეთ ბმულზე: "კვირის პალიტრა"
მასალის გამოყენების პირობები






