სასკოლო ქსელების პროგრამა მიმდინარე წელს ამოქმედდა და მასში 353 სკოლისგან შექმნილი 90 სასკოლო ქსელია გაერთიანებული. თითოეულ ქსელში, ტერიტორიული პრინციპით, გაერთიანებულია ხუთამდე საჯარო სკოლა და თითეული სკოლის 5 წარმომადგენელი: სკოლის დირექტორი, დირექტორის მოადგილე და 3 სხვადასხვა საგნის მასწავლებელი.
პროგრამის ფარგლებში უკვე ჩატარდა ტრენინგი „თანამშრომლობა სკოლებს შორის - კოლექტიური პასუხისმგებლობის კულტურა“, რომლის ფარგლებში სკოლები გაეცნენ პროგრამის მიზნებს და გაანალიზეს მათი კავშირი მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მოთხოვნებთან; შეიმუშავეს თანამშრომლობის გეგმის მონახაზი და სკოლებს შორის კომუნიკაციის სტანდარტები, ასევე განსაზღვრეს საერთო საჭიროებები და ვალდებულებები ქსელის ფარგლებში.
პროგრამაში ჩართულ ყველა ქსელმაგაიარა კონსულტაციები საგანმანათლებლო რესურსების ორგანიზებისა და მასწავლებლის მიერ შექმნილი რესურსის ეფექტიანობის საკითხებზე.
პროგრამის მიზანია სკოლების მიერ საჭიროებების დადგენის, ურთიერთთანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების გზით ხელი შეეწყოს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას და სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას.
მასალის გამოყენების პირობები






