მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი დამხმარე მასწავლებლებისთვის მორიგ კონკურსს აცხადებს
საზოგადოება - 15:17, 04 Nov, 2015     1564

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში, კონკურსს აცხადებს ქართული ენის დამხმარე მასწავლებლის 50 ვაკანსიაზე; ისტორიის დამხმარე მასწავლებლის 10 ვაკანსიაზე; გეოგრაფიის დამხმარე მასწავლებლის 10 ვაკანსიაზე და დამხმარე მასწავლებლის 10 ვაკანსიაზე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, რომლებმაც 2015 წელს მიიღეს ბაკალავრის ხარისხი და ფლობენ ქართულ ენას.

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის სავალდებულოა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ბაკალავრის დიპლომი და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან ცნობა.

რაც შეეხება სხვა ვაკანსიებს, კონკურსანტებისთვის სავალდებულოა უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით. სხვა სპეციალობის შემთხვევაში უნდა აკმაყოფილებენ ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთ მოთხოვნას:

• თავისუფალი კრედიტების სახით მოპოვებული უნდა ჰქონდეს სასურველი ვაკანსიის საგნის სწავლების (პედაგოგიკის) მინიმუმ 30 კრედიტი;

• ბოლო 5 წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეს შესაბამისი საგნის სწავლების მინიმუმ 2-წლიანი უწყვეტი გამოცდილება;

• გავლილი უნდა ჰქონდეს სერტიფიცირება შესაბამის საგანში.

კონკურსში შერჩეული კანდიდატები ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების, კერძოდ, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლსა და კახეთის არაქართულენოვან საჯარო სკოლებში დასაქმდებიან.

დამხმარე მასწავლებლების ფუნქცია-მოვალეობა იქნება არაქართულენოვანი სკოლის ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარება; ასევე მათი დახმარება ენისა და საგნის ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარებაში; ამავე პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ მეთოდურ კურსში მონაწილეობა; არაფორმალური სწავლების ხელშეწყობა და ცენტრის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა.

პროგრამაში ორი აკადემიური წლის განმავლობაში წარმატებით მონაწილეობის შემთხვევაში პროგრამის მონაწილეს დაუფინანსდება სწავლა საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების მიმართულებით სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტისო დენობით.

პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არაქართულენოვან სკოლებში საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნებისა და სახელმწიფო ენის სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, ისე ადგილობრივი მოსახლეობის ქართული ენის ფლობის დონის გაუმჯობესებას და მათი სოციალური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას.

დაინტერესებულ პირებს ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება HR.GOV.GE-სადა TPDC.GE-ზე შეუძლიათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42