4 ნოემბერს, 20:00 სთ-ზე, კინოთეატრ “ამირანში” თბილისის ღია კინოფორუმი (TOFF) რეჟისორ ალექსანდრ სოკუროვის ბოლო ფილმით „ფრანკოფონია“ გაიხსნება.
(საფრანგეთი, გერმანია) ფილმში ფაშისტების მიერ ოკუპირებულ პარიზში 1940 წლის ამბების ქრონიკა მხატვრული ხერხებით საინტერესოდაა გადმოცემული. ფესტივალის ბოლო დღეს, 8 ნოემბერს, კინოთეატრ “ამირანში” მაყურებელი ნახავს ანდრეი პროშკინის ფილმს “ორლეანი”,რომელსაც განსაკუთრებულ მიმზიდველობას და ბუნებრივ დინამიურობას ანიჭებს მასში გამოყენებული ენდი უორჰოლისა და ტარანტინოსთვის დამახასიათებელი ესთეტიკა.
თბილისის ღია კინოფორუმი (TOFF) არასაკონკურსო რეგიონული ფესტივალია, რომელიც მიზნად ისახავს შემოქმედებითი კავშირურთიერთობებისთვის ხელსაყრელი პლატფორმის შექმნას. ფორუმზე შეიკრიბებიან საქართველოს კულტურულ-ისტორიული რეალობისთვის აქტუალურ სხვადასხვა რეგიონში მოღვაწე კინემატოგრაფისტები, რომლებიც პირადად წარადგენენ კინონამუშევრებს. დაინტერესებული საზოგადოებისთვის გაიმართება დისკუსიები, ინტერაქტიული შეხვედრები, დაგეგმილია მასტერკლასები სტუდენტებისთვის.
გთხოვთ იხილოთ, ფესტივალის პრომო-რგოლი:
https://www.youtube.com/watch?v=lBpxc33oMY4

მასალის გამოყენების პირობები






