3 და 4 ნოემბერს თბილისის და მცხეთის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება
საზოგადოება - 12:01, 03 Nov, 2015     2092
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ ზამთრის სეზონისთვის მზადება მიმდინარეობს. ამ მიზნით, ნოემბრის ბოლომდე, კომპანია რიგი ტექნიკური ღონისძიებების გატარებას გეგმავს.კერძოდ, 3 და 4 ნოემბერს, კომპანია დიღმის ველზე გამავალ 1200 მმ-იან მაგისტრალზე გეგმურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაასრულებს და მაგისტრალის განახლებულ მონაკვეთს,ექსპლუატაციაში გასაშვებად, თბილისის წყალსადენის სისტემასთან მიაერთებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 10:00 საათიდან, ხვალ, 4 ნოემბრის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

წეროვანის ლტოლვილთა დასახლებას, მცხეთის ნაწილს, სოფ. წიწამურს, ზაჰესის დასახლების ნაწილს, დიღომი 7-ს და სოფელ დიღომს.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყალს გრაფიკით მიიღებს:

ვაჟა-ფშაველას კვარტლები, ნუცუბიძის ქუჩა და მ/რაიონები, ასათიანის, ზაქარიაძის, ქავთარაძისა და მათი მიმდებარე ქუჩები, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგისა და ჭავჭავაძის გამზირებისნაწილი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ, 4 ნოემბრის 11:00-დან 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

წყნეთის გზატკეცილს, ბაგებს, სოფლებს - წყნეთი, ახალდაბა, კიკეთი, კოჯორი, ტაბახმელა, წავკისი, შინდისი.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში კი წყალს გრაფიკით მიიღებს:

ვაკისა და მთაწმინდის რაიონების ზოგიერთი ქუჩა.

გრაფიკის თაობაზე ინფორმაციას GWP მომხმარებელს წინასწარ, SMS-შეტყობინების მეშვეობით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება, შესაძლებელია კომპანიის ცხელ ხაზის - 2 93 11 11, ოფიციალური ფეისბუქ-გვერდისა და ვებ-გვერდის - http://www.gwp.ge/ka/dagegmili მეშვეობით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42