რომელ პროდუქტზე მოიმატა ფასებმა - საქსტატი ახალ ინფორმაციას აქვეყნებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:57, 03 Nov, 2015     2596
2015 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0,8 პროცენტი შეადგინა. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.

მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 0,9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,26 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები ძირითადად გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (3,3 პროცენტი) და ბოსტნეული და ბაღჩეული (6,5 პროცენტი). ჯგუფში ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-9,2 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2,0-პროცენტიანი ზრდა, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,20 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში ფასები ძირითადად გაზრდილი იყო ფარმაცევტულ ნაწარმზე (6,7 პროცენტი);

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფზე ფასები გაიზარდა 2,0 პროცენტით, რამაც 0,11 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა ინდექსის მთლიან ცვლილებაზე.

2015 წლის ოქტომბერში 2014 წლის ოქტომბერთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 5,8 პროცენტი შეადგინა. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 4,1 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,27 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღსანიშნავია ფასების მნიშვნელოვანი მატება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (22,2 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (15,6 პროცენტი) და ყავა, ჩაი და კაკაო (10,4 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 11,1 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 1,04 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა. ფასები ძირითადად გაიზარდა ფარმაცევტულ ნაწარმზე (27,4 პროცენტი);

ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება: ჯგუფზე ფასები გაიზარდა 13,1 პროცენტით, რამაც წლიურ ინდექსზე 0,82 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;

საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8,2-პროცენტიანი ზრდა, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,70 პროცენტული პუნქტით აისახა. აღნიშნული ზრდა, ძირითადად, ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფზე ფასების 10,5 პროცენტით ზრდით იყო გამოწვეული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42