ტელეკომპანია "იმედი" განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 09:44, 03 Nov, 2015     1567
ნიკა გვარამიას ტელეკომპანია "იმედის" გენერალური დირექტორი განცხადებით პასუხობს:

განცხადებაში წერია: “დღეს, რუსთავი 2-ის დირექტორმა საჯაროდ იცრუა და უკვე მერამდენედ სცადა ტელეკომპანია „იმედის“ რეპუტაციის შელახვა, განაცხადა რა, რომ „იმედმა“ უკრაინულ ვებგვერდზე დღეს ატვირთული ფარული აუდიოჩანაწერების შინაარსის შესახებ იცოდა ამ ჩანაწერების გამოქვეყნებამდე და შესაბამისად, გვარამიას თქმით, „იმედი“ „ხელისუფლების ინტერესების გამომხატველი, დანაშაულებრივი შეთანხმების გამტარებელი და გამხმოვანებელი არხია“.ის, რომ რუსთავი 2-ის დირექტორი მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებს ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ, ეს ახალი არ არის. ჩვენ არ გამოვეხმაურებოდით რუსთავი 2 ის დირექტორის არცერთ განცხადებას, რომ არა ერთი სიახლე, რომელიც გვარამიას გახშირებულ სატელევიზიო მონოლოგებში დღეს პირველად გაჩნდა.ყოფილი პროკურორი, რომელიც უახლოეს წარსულში სააკაშვილის ხელისუფლების სახელით პირადად მონაწილეობდა ტელეკომპანია „იმედის“ დარბევისა და წართმევის კამპანიაში, დღეს ისევ იმუქრება, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში „პატრიოტი პროკურატურა“ კვლავ დაინტერესდება ტელეკომპანიით და არხის წარმომადგენლებს მოუწევთ დაკითხვაზე მისვლა.ტელეკომპანია „იმედს“ არ აქვს შეკითხვები არც ნიკოლოზ გვარამიას და არც „რუსთავი 2“ ის სარედაქციო პოლიტიკის მიმართ. ჩვენთვის ნათელია, რომ „რუსთავი 2“ ნაციონალური მასშტაბის ერთადერთი პარტიული მაუწყებელია და არა ერთადერთი კრიტიკული ტელევიზია საქართველოში, რომელმაც, სამწუხაროდ, „იმედთან“ ბრძოლა და ამ ტელეკომპანიის თანამშრომლების მუდმივი შეურაცხყოფა, თავისი პარტიული კამპანიის ნაწილად აქცია. აქედან გამომდინარე, ვითხოვ ნიკოლოზ გვარამიასგან ტელეკომპანია „იმედის“ და მისი თანამშრომლებისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდას.

გიორგი ბახტაძე, ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42