ტელეკომპანია ''იმედი'' ნიკა გვარამიას პასუხობს
საზოგადოება - 17:58, 02 Nov, 2015     12014
ტელეკომპანია „იმედი“ ნიკა გვარამიას ბრალდებას პასუხობს. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის განცხადებას, რომ „იმედმა“ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რესპოდენტების ჩაწერა, უკრაინულ ვებგვერდზე ჩანაწერების ატვირთვამდე დაიწყეს, „იმედი“ არ ეთანხმება.
ტელეკომპანიის პოზიცია პირდაპირ ეთერში „ქრონიკის“ წამყვანმა თორნიკე კვერენჩხილაძემ გამოხატა.
მისი განმარტებით, უკრაინულ ვებგვერდზე, ნიკა გვარამიასა და სოფო ნიჟარაძის მიხეილ სააკაშვილთან გამართული სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერები, გადაცემის დაწყებამდე („ქრონიკა“ 14 საათზე) 15 წუთით ადრე აიტვირთა. ჟურნალისტის განცხადებით, ვებგვერდ „უკრაინულ რევოლიციაზე“ რამდენიმე დღით ადრე სააკაშვილი-ბოკერია-გვარამიას აუდიოჩანაწერიც აიტვირთა და ვინაიდან ამ ჩანაწერების ავთენტურობა, საუბრებში მონაწილე პირებმაც დაადასტურეს, ტელეკომპანიის განმარტებით, აღნიშნული ვებგვერდისადმი ინტერესი ბუნებრივია.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის განცხადების პასუხად განვმარტავთ, რომ აბსურდია ბრალდება, რომ თითქოს კომენტარების ჩაწერა დავიწყეთ საჯარო სივრცეში მასალის გამოქვეყნებამდე. ახალი აუდიოფაილების ატვირთვის შესახებ გავიგეთ გამოშვების დაწყებამდე დაახლოებით 15 წუთით ადრე, რაც საკმარისი დროა ჩანაწერის საეთეროდ მოსამზადებლად. ვებგვერდი უკრაინული რევოლუცია, კი სწორედ ის ვებგვერდია, სადაც 3 დღის წინ გიგა ბოკერიასა და ნიკა გვარამიასთან მიხეილ სააკაშვილის საუბრის ჩანაწერებიც გამოქვეყნდა და ამ ჩანაწერების ავთენტურობა თავად ფიგურანტებმაც დაადასტურეს. შესაბამისად, არ უნდა იყოს გასაკვირი ამ ინტერნეტპორტალის მიმართ ინტერესი“, - განაცხადა პირდაპირ ეთერში ქრონიკის წამყვანმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42