მიიღე მონაწილეობა კონკურსში - შექმენი სამოსი შენი ეროვნული ნაკრებისთვის
სპორტი - 17:37, 02 Nov, 2015     1612

2 ნოემბერს ROOMS HOTEL TBILISI -ში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალი პროექტის „შექმენი სამოსი შენი ეროვნული ნაკრებისთვის" პრეზენტაცია მოეწყო.

პროექტი ფართო საზოგადოებას წარუდგინეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ და თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებლებმა თაკო ჩხეიძემ და მაკა კუბუსიძემ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სპორტული ფედერაციების, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლები და დიზაინერები.

პროექტის ფარგლებში სამინისტრო აცხადებს კონკურსს, რომელიც მიზნად ისახავს ნიჭიერი ქართველი დიზაინერების დახმარებით სპორტული სამოსის შექმნას საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებისთვის (სხვადასხვა სპორტის სახეობებში), რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას მსოფლიო ასპარეზზე. აღნიშნული პროექტი ხორციელდება Tbilisi Fashion Week - თბილისის მოდის კვირეულის მხარდაჭერით.

კონკურსი:

კონკურსის ფარგლებში დიზაინერებმა უნდა წარმოადგინონ ეროვნული ელემენტების გამოყენებით შექმნილი სპორტული სამოსის ესკიზები, ქართული ტრადიციული ორნამენტებისა და ეროვნული სიმბოლიკის გამოყენებით:

მაისური; პოლო; შარვალი; მოსაცმელი; შორტი; ჩანთა; ზურგჩანთა; პირსახოცი; სპორტული ფეხსაცმელი.

ნამუშევრების წარსადგენად კონკურსანტებს ეძლევათ ერთი თვე (ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადა 2 დეკემბერი). ნამუშევრები, ესკიზები მიიღება ელექტრონული სახით მისამართზე: pr@msy.gov.ge / ან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მის: თბილისი 0162, ჭავჭავაძის 49ა.

საუკეთესო ნამუშევარს და კონკურსის გამარჯვებულს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. გამარჯვებულ კონკურსანტს ერთჯერადი პრიზის სახით გადაეცემა 3000 ლარი და სამომავლოდ მიეცემა საშუალება ითანამშრომლოს კომპანიასთან, რომელიც გაიმარჯვებს ტენდერში და შექმნის ახალ სპორტულ სამოსს საქართველოს ეროვნული ნაკრებებისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს
ვეკო კვარაცხელია 598 16 77 17
v.kvaratskhelia@msy.gov.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42