ნებისმიერ პირს, ვინც თვლის, რომ თავად განიცდის წამებას და სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, აქვს სიცოცხლის მოსპობისა თუ ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე, ან დაექვემდებარა უკანონო დაკავებას, დაპატიმრებას თუ თავისუფლების სხვაგვარად შეზღუდვას, აგრეთვე, ოჯახურ ძალადობას, ან არის ასეთი ქმედების თვითმხილველი, დაგვიკავშირდეს ცხელ ხაზზე.
ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების შემდეგ, სახალხო დამცველის აპარატის რეაგირების ჯგუფი სავარაუდო უფლებადარღვევის ადგილზე მივა. თუმცა, საწყის ეტაპზე, რეაგირების ჯგუფი მხოლოდ თბილისის ტერიტორიაზე იმუშავებს.
ცხელი ხაზის ამოქმედება მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობას, უფლებადარღვევებზე დროულ რეაგირებას, სახალხო დამცველის აპარატისადმი ნდობის ხარისხის ამაღლებას.
ცხელი ხაზის ნომერზე – 1481 დარეკვა შესაძლებელია როგორც ადგილობრივი (სტაციონარული), ასევე მობილური ოპერატორების ნომრებიდან.
მასალის გამოყენების პირობები






