ე.წ "თვითმკვლელი ღვთისმშობლის" გამოფენისთვის საპატრიარქო ილიაუნს აკრიტიკებს
საზოგადოება - 15:13, 02 Nov, 2015     1385
საქართველოს საპატრიარქო ლია უკლებას ნამუშევართან დაკავშირებით, რომელზეც ღვთისმშობელია გამოსახული სათამაშო პისტოლეტით, თავის პოზიციას კიდევ ერთხელ აფიქსირებს. განცხადება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით შარაშენიძემ გააკეთა.

საპატრიარქო განმარტავს, რომ საზოგადოების გარკვეულმა ჯგუფებმა გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში განიხილა ნახატი და მიიჩნია, რომ არ შეიძლება ხელოვნებას დაუწესო საზღვრები. ეს პოზიცია საპატრიარქოსთვის მიუღებელია, დეკანოზ დავით შარაშენიძის თქმით სწორედ ასეთი აზროვნება ახდენს დასავლური ფასეულობების დისკრედიტაციას და განაწყობს საზოგადეოებას ევროპული არჩევანის საწინააღმდეგოდ.

"როგორც ცნობილი გახდა, ამა წლის 24 ოქტომბერს, ილიას უნივერსიტეტში სოციალური და კულტურული კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია და მოეწყო გამოფენა. გამოფენაზე სხვებთან ერთად გამოტანილი იყო ნახატი, რომელზეც გამოსახულია მიდგომილი (ფეხმძიმე) ღვთისმშობელი საფეთქელზე მიდებული ცეცხლსასროლი იარაღით, რაც უდიდესი მკრეხელობაა. ამ ფაქტს ჩვენი საზოგადოების დიდი აღშფოთება მოჰყვა. თუმცა, არიან ისეთი ჯგუფებიც, რომლებიც ამას ამართლებენ და აცხადებენ, რომ მომხდარი გამოხატვის თავისუფლების გამოვლინებაა და არ შეიძლება ხელოვნებას დაუწესდეს საზღვრები, რაც ჩვენთვის სრულიად მიუღებელი დამოკიდებულებაა. მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთად მოაზროვნეები ახდენენ დასავლური ფასეულობების დისკრედიტაციას და მსგავსი ქმედებებითა და გამონათქვამებით, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას (არ ვგულისხმობთ მხოლოდ მართლმადიდებლებს) ევროპული არჩევანის საწინააღმდეგოდ განაწყობენ. არადა, იგივე ევროპული კანონმდებლობით, გამოხატვის თავისუფლება განუხრელადაა დაკავშირებული პირის ვალდებულებასა და პასუხისმგებლობასთან, თავი შეიკავოს სხვისი უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფისაგან, ასევე ისეთი ქმედებებისაგან, რომელმაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას საზოგადოებრივ სიმშვიდეს. ამაზე მიუთითებს ევროპული კონვენციის მეათე მუხლი და სტრასბურგის სასამართლოს არაერთი პრეცენდენტული გადაწყვეტილება. არაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, თუ ღვთის გმობა, სისხლის სამართლის დასჯადი ქმედებაა ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში. მაგალითად, იტალიაში, მალტაში, გერმანიაში, ავსტრიაში, დანიაში და სხვაგან. ჩვენთან კი ლამის სისტემური ხასიათი მიეცა ასეთი მოვლენების ტირაჟირებას. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ილიას უნივერსიტეტში მსგავს ფაქტს ადრეც ჰქონდა ადგილი, მათ შორის, 2010 წლის მაისის თვეში. რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ სასწავლებლის ხელმძღვანელობა იწვევს და ხელს უწყობს არა მარტო მორწმუნეთა შეურაცხოფას, არამედ მათი სამოქალაქო სიმშვიდის დარღვევას. როგორც ჩანს, ამ ინსტიტუტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს პროვოცირება რელიგიური ადამიანებისა და შემდეგ ე. წ. მეცნიერული დაკვირვებები მათზე. ისინი იმასაც კი აღარ უწევენ ანგარიშს, რომ აღნიშნული ნახატი სუიციდის პროპაგანდას წარმოადგენს. რომ აღარაფერი ვთქვათ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და მაცხოვრის მისიის სრულ უგულებელყოფაზე", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42