შემიძლია ფილმსაც ვუყურო - როგორ ახერხებს დიანა ღურწკაია იყოს აქტიური ფეისბუკელი
საზოგადოება - 16:25, 02 Nov, 2015     11221

შეიძლება ბევრი ადამიანისთვის დაუჯერებელი და წარმოუდგენელი იყოს როცა გაიგებს, რომ დიანა ღურწკაია, რომელიც დაბადებიდან უსინათლოა, ძალიან მარტივად ახერხებს ინტერნეტში მუშაობას. ის სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია და ყოველთვის თავად პასუხობს ყველა წერილს, რომელიც ინბოქსში ან მეილზე ღებულობს. როგორ ახერხებს არ ჩამორჩეს თანამედროვე ტექნოლოგიებს, ის ამ თემაზე „ნიუპოსტთან“ თავად საუბრობს. როგორც დიანა ამბობს, ის მხოლო იმით განსხვავდება სხვა ადამიანებისგან, რომ შავ სათვალეს ატარებს.

დიანა ღურწკაია: კომპიუტერსაც აქვს ხმოვანი პროგრამა, თუმცა მე პირადად ძირითადად აიფონითა და აიპადით ვსარგებლობ, რადგან მას თავისი ორიგინალი პროგრამები აქვს ჩატვირთული და უფრო მიადვილდება მუშაობა. რამდენიმე წლის წინ ვერც ვიფიქრებდი, რომ ინტერნეტით სარგებლობას შევძლებდი. თავიდან ისიც მეგონა რომ ვერასდროს შევძლებდი ამ პროგრამაში მუშაობას, თუმცა დღეს იმ დონეზე შევეჩვიე, რომ უკვე ჩემი ოჯახის წევრებიც მეკითხებიან რჩევას. ერთადერთი როცა ქართულად მწერენ, სამწუხაროდ ვერ ვკითხულობ, რადგან თვითონ აიფონი ვერ კითხულობს, ლათინურად შედარებით რთულად გამომდის, ხოლო რუსული შრიფტით თავისუფლად ვახერხებ შეტყობინების ამოკითხვას. ამიტომ თუ ვინმე მეკონტაქტება ცდილობს რუსული შრიფტი გამოიყენოს, ენას მნიშვნელობა არ აქვს. უკითხავთ, როგორ ახერხებ ინტერნეტში მუშაობასო. ძალიან მარტივად. სენსორული საშუალებაა, რომელსაც უბრალოდ თითის შეხებით მიჰყვები. როცა თითს აწევ, ბგერას იმეორებს. ანუ თქვენ რაც შეგიძლიათ დაინახოთ, მე ამას პროგრამა ეკრანზე მიკითხავს. თავიდან მეგონა რომ ამას ვერასდროს გავაკეთებდი, მაგრამ როცა ფაქტის წინაშე დავდექი და აუცილებელი წერილი უნდა გამეგზავნა ინტერნეტით, ვიფიქრე რა უნდა იყოს ისეთი მე რომ ვერ გავაკეთოთქო. ერთი დღე ჩავუჯექი და რაღაცნაირად ავითვისე. აქ შემიძლია ფილმსაც ვუყურო, წიგნიც ვკითხო და ასე შემდეგ. ჩვეულებრივად მივყვები ცხოვრებას და ვცდილობ ყველაფერი ავითვისო. ახლა ძალიან მინდა ანდროიდების ათვისება, რადგან როგორც მითხრეს ისიც მოსახერხებელია. თუმცა როგორც მეუბნებიან ანდროიდზე მარტივი სამუშაოდ აიფონია. პროგრამას აქვს ასევე ხმოვან რეჟიმში მუშაობის ფუნქციაც. ძალიან კომფორტულია ჩემთვის, რადგან პოსტასაც ვხსნი, სოციალურ ქსელშიც ვარ და მოკლედ ყველაფერი რაც შეიძლება, რომ ადამიანმა გააკეთს ამ მხრივ. საერთოდ მიყვარს როცა დამოუკიდებლად ვაკეთებ ჩემს საქმეს და სხვას არ ვაწუხებ ამით. ოჯახიდანაც მოდის ეს სტიმული, რადგან არასდროს მქონია მათი მხრიდან შეზღუდვა იმის გამო, რომ ვერ ვხედვ და რამეს ვერ გავაკეთებ. პირიქით სულ მეუბნებოდნენ, რომ ყველაფერს მშვენივრად გავაკეთებდი. ასე რომ მივუდექი ჩემს ცხოვრებას, ბევრ რაღაცაში მიშველა და სტიმული მომცა. არავის არ უნდა ჰქონდეს ჩემთან დისკომფორტი. ჩემს კოლეგებსაც ხშირად ვეუბნები, ნუ გერიდებათ, მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ შავ სათვალეს ვატარებ და სცენაზე ვიღაც მაცილებს, თუმცა შეიძლება არც გამაცილოს.

- როცა დიანა ღურცკაიას სახელით გვერდი გამოჩნდა ფეისბუკში ყველას გაუკვირდა. ეგონათ ან სხვა გეხმარებოდათ ინფორმაციისა და ფოტოების განთავსებაში ან უბრალოდ ფეიკი იყო და არა თქვენ...

- რაღაც ფეიკებს აკეთებენ როგორც ფეისბუკზე ასევე კონტაქტებშიც, რასთან დაკავშირებითაც ძალიან არასასიამოვნო სიტუაცია იყო. ამაზრზენი რაღაცეები დაწერეს ჩემი სახელით. ძალიან ბევრი ადამიანი ჩავრიეთ რათა ეს ყველაფერი დაგვეხურა. მე პირადად ფეისბუკის აქტიური მომხმარებელი ვარ. ხან მეკითხებიან, გასაგებია რომ სტატუსებსა და ვიდეოებს ალაიკებ, მაგრამ ფოტოებს რატომღა იწონებ, მას ხომ ვერ ხედავო. რა მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში ვხედავ თუ არა, ხომ ვიცი ვის ფოტოსაც ვიწონებ და ისიც ვიცი, რომ ვისთანაც მე ვმეგობრობ, ის ცუდს არაფერს დადებს.

მარიკა ხიდურელი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42