პატარა ნინიკო მხატრიშვილს, რომელსაც ჰერპეს ვირუსული ენცეფალიტის დიაგნოზი დაუსვეს დახმარება ესაჭიროება. იგი 8 თვეა უკვე კომაში იმყოფება. ნინიკოს 11 წელი საავადმყოფოში შეუსრულდა. აღნიშნულთან დაკავშირებით პოსტს მამა სერაფიმეც აქვეყნებს:
„ძვირფასო მეგობრებო, უმორჩილესად გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და დაეხმაროთ პატარა ნინიკოს, რომელსაც აქვს მძიმე დაავადება,მას ესაჭიროება ხანგძლივი მკურნალობა, რაც დაკავშირებულია ძვირად ღირებულ მკურნალობასთან, პატარას ოჯახი ეკონომიურად დუხჭირ მდგომარეობაშია, ისინი ელიან თქვენგან უდიდეს თანადგომას, რადგან რწმენით და იმედით შეჰყურებენ მომავალს და თქვენი თანადგომის იმედით ელიან პატარას განკურნებას, არ დაინანოთ, თუნდაც მცირედი 1 ლარის შემოწირულობა და თქვენი წვლილი შეიტანოთ პატარას გამოჯანმრთელებაში. გთხოვთ, ასევე გააზიაროთ ეს პოსტი და გულისხმიერ ადამიანებს სთხოვოთ გასწიონ ქველმოქმედება:
პატარა ნინიკო მხატრიშვილს, რომელსაც 11 წელი ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკაში შეუსრულდა ჭირდება დახმარება (ნინის მანამდე ჯანმრთელობის პრობლემა არასდროს ჰქონია). ჰერპეს ვირუსული ენცეფალიტის გამო მე-8 თვეა იმყოფება აღნიშნული კლინიკის რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე. ბავშვმა უფლის წყალობით გამოკეთება დაიწყო, ბევრი ადამიანის დახმარების და გვერდში დგომის მიუხედავად, შეუძლებელი ხდება ოჯახისთვის თანხების მოზიდვა, რაც დღევანდელი მდგომარეობით 56 000 ლარს შეადგენს და ყოველდღიურად იზრდება ( დღე 360 ლარი). გთხოვთ დაგვეხმარეთ პატარა ნინოს ფეხზე დაყენებაში. ასევე მინდა მივმართო ჩვენს მთავრობას. რომ ყურადღება გაოიჩინონ და შეეწიონ ამ ჩვენ მძინარე ციცქნა მზეთუნახავ პრინცესას. გთხოვთ ჩემს მრევლს და მეგობრებს მოყვას და სასულიერო პირებს, მუხლმოდრეკილი გთხოვთ ერთად დავეხმაროთ მათ. P.S. გავიზიაროთ ყველამ და ყველა ერთად შევეწიოთ მის ოჯახს პატივის ცემით თქვენი მორჩილი არქიმანდრიტი სერაფიმე
საქართველოს ბანკი. მიმღები ზურაბ მხატრიშვილი (მამა). ტელ: 5 95 99 33 58
GE89BG0000000128935100
ლიბერთი ბანკი
GE76LB0711160021145000“, - წერს მამა სერაფიმე.
ნინიკოს დასახმარებლად გააქტიურდა საქველმოქმედო ნომერი.
0901009195. ზარის ღირებულება 1 ლარი.(ნებისმიერი ქსელიდან)
მასალის გამოყენების პირობები






