მათ კი, ვინც „პოკერ რუმის“ გარეთ იქნებიან, 3 ნოემბრიდან www.WPT.ge -ზე საშუალება ექნებათ თვალი ადევნონ და სრულად დაიმუხტონ შთაბეჭდილებებით ფინალური სამი მაგიდისა და მთავარი ღონისძიების პირდაპირ ეთერში ხილვით, რომელიც სპეციალური RFID მაგიდის მეშვეობით 30 წუთიანი დაყოვნებით გადაიცემა სამ ენაზე კომენტარებით: ქართულად, ინგლისურად და რუსულად.
შეგახსენებთ, რომ World Poker Tour აწვდის ლიცენზირებულ პროდუქტებსა და მომსახურებას საქართველოში Europe-Bet.com-ს ექსკლუზიური გამოყენების უფლებით. ამის შედეგად, Europe-bet.com-მა 2015 წლის ივნისში უკვე უმასპინძლა WPT-ს პირველ ძირითად ეროვნულ ტურს, World Poker Tour-ის სატელევიზიო შოუს ტრანსლაციისა და რეკლამირების უფლებით. პირველი ტურნირი განსაკუთრებულად გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმითა და ორგანიზებულობით, რაც აღნიშნულ იქნა როგორც მოთამაშეთა, ასევე ორგანიზატორთა და ჩემპიონატის მეთვალყურეთა მიერ. მასპინძელმა კომპანიამ, Europe-Bet-მა მონაწილეებისთვის სპეციალური პროგრამა და ტურები შეიმუშავა, ღონისძიება კი დაუვიწყარი წვეულებით დასრულდა „El Centro“-ში. WPT-ს მიმდინარე ტურნირი პოკერის მოყვარულთა წრეებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, შესაბამისად, ნოემბერშიც ბევრი უცხოელი მონაწილე ესტუმრა საქართველოს.
WPT-ს ოფიციალური პარტნიორი Europe-Bet მოთამაშეებს ტრადიციულად განსაკუთრებულ მასპინძლობას უწევს - მათ ემსახურებათ სტუმრების მენეჯერი, რომელიც სპეციალურ ტარიფებსა და პირობებს სთავაზობს სასტუმროებსა და ტურებზე, რაც შთამბეჭდავი გამოცდილებაა მათთვის, ვინც WPT-ს ასეთ ღონისძიებებზე მოგზაურობენ მთელს მსოფლიოში.
მასალის გამოყენების პირობები






