თბილისში, მელიქიშვილის #18-ში, ქალისა და მამაკაცის თეთრეულის ცნობილი ავსტრიული ბრენდის - PALMERS-ის პირველი მაღაზია გაიხსნა. მაღაზიის გახსნის VIP ღონისძიებას მიწვეულ სტუმრებთან ერთად კომპანიის უცხოელი წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
ავსტრული ბრენდის პირველი მაღაზია 1914 წელს, ინსბრუკში გაიხსნა, პოპულარობა მალევე მოიპოვა და დღემდე ევროპის ბაზრის ლიდერია ქალისა და მამაკაცის თეთრეულის წარმოების განხრით.
„PALMERS-ი ევროპის ბევრ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა: გერმანია, იტალია, საბერძნეთი, ლიხტენშტეინი, სლოვენია, ჩეხეთი, ხორვატია, პოლონეთი, ბულგარეთი, უნგრეთი და სხვა. მოხარულები ვართ, რომ ამ ჩამონათვალს საქართველოც შეემატა, ვფიქრობთ ქართველი მომხმარებლისთვის ეს სასიამოვნო სიახლე იქნება.“-აცხადებენ კომპანიაში.
PALMERS-ი მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს. მისი სახეები, წლების განმავლობაში იყვნენ ცნობილი მოდელები სინდი კროუფორდი და ნაომი კემპბელი.
მიუხედავად იმისა, რომ PALMERS-ი ძვირადღირებულ ბრენდად მოიაზრება, კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროდუქცია ყველა სეგმენტზეა გათვლილი. გარდა ამისა, PALMERS-ს აქვს ახალგაზრდული ხაზი P2 რომელიც ღირებულების თვალსაზრისით, გაცილებით ხელმისაწვდომია.
PALMERS-ის ახალ მაღაზიაში, წარმოდგენილია „Sea cell“ კოლექცია, რომელიც დამზადებულია ისლანდიის ცივი წყლებიდან მოპოვებული ალგაეთი. ეს კოლექცია კანს ამარაგებს მინერალებით, ამინო მჟავებითა და ვიტამინებით.
PALMERS-ის თბილისის მაღაზიაში კოლექცია სეზონურად განახლდება. რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, მენეჯმენტში აცხადებენ, რომ მომავალ წელს თბილისში PALMERS-ის კიდევ ერთი მაღაზიის გახსნა იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები






