ღონისძიებები გაიმართება 7 ქალაქში: თბილისში, ახალციხეში, თელავში, ქუთაისში, სიღნაღში, რუსთავსა და ფოთში.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით დღეს იწყება ევროკავშირის 2015 წლის კულტურის კვირეულს თემაზე - კულტურული კავშირები.
30-ზე მეტი ხელოვანი ევროკავშირის რვა ქვეყნიდან საქართველოს შვიდ ქალაქში 20 ღონისძიებას ჩაატარებს. ევროკავშირის კულტურის კვირეული გამიზნულია საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა მუსიკის, ვიზუალური ხელოვნების, ლიტერატურისა და თეატრის დახმარებით ხაზი გაუსვას საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნების საერთო კულტურულ ფასეულობებს.
კვირეულს ყველასთვის ექნება რაიმე შესათავაზებელი - ბალტიური გიტარის კვარტეტის კლასიკური საგიტარო მუსიკიდან ტრადიციულ პორტუგალიურ ანსამბლამდე Suest' Arte ან პროგრესული ტექნოს DJ Tripeo/Dark Esser-ამდე. გაიმართება ფოტოგრაფიის სამი გამოფენა, მათგან ერთი აუგუსტ ზანდერის ხსოვნის პატივსაცემად და ორი გამოფენა სახელწოდებით ”კავშირები, რომელმაც გაუძლო დროს”; ბულგარული ქუჩის ცეცხლოვანი თეატრი, ტადეუშ კანტორის ხსოვნის საღამო და საუბრები თანამედროვე თეატრის შესახებ სხვადასხვა მხრით წარმოაჩენენ თეატრალურ ხელოვნებას; ”სინეკიდის” ჩვენებები, რომლებიც ვირტუალურ რეალობას ქმნის, გართობა და თამაში წაახალისებს ახალგაზრდების კრეატიულობას, ლიტერატურას კი კარგად წარმოაჩენს ავსტრიელი მწერალი, რიხარდ შუბერტი, რომელიც თავისი წიგნის პირველ თავს წარმოადგენს და რომელიც ქართველმა მწერალმა, ანა კორძაია-სამადაშვილმა თარგმნა.
ღონისძიებები 31 ოქტომბრიდან 8 ნოემბრამდე გაიმართება თბილისში, ახალციხეში, თელავში, ქუთაისში, სიღნაღში, რუსთავსა და ფოთში, სადაც წარმოდგენებს გამართავენ ლიტველი, გერმანელი, პორტუგალიელი, ავსტრიელი, პოლონელი, ჰოლანდიელი, ბულგარელი და ფრანგი ხელოვანები.
ნებისმიერ ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. ღონისძიებათა ფართო სპექტრი შესაძლებლობას აძლევს ყველა მსურველს, შეიცნოს კულტურა, რომელიც გვაერთიანებს.
ღონისძიებათა შესახებ სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: www.euculture.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.eeas.europa.eu/delegations/georgia
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის კომუნიკაციის მენეჯერს მიკოლაი ბეკასიაკს Mikolaj-Swietopelek.BEKASIAK@eeas.europa.eu ან პროექტის ”ერთად შევეგებოთ ევროპას” კოორდინატორს, ნინო ძანძავას Nino.Dzandzava@ecorys.com tel:+995599640689
მასალის გამოყენების პირობები