,,ისთ ფოინთის მესამე სართულის სხვენში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, რამაც ხანძარსაწინააღმდეგებო სპრინკლერების მექანიკური ჩართვა გამოიწვია. აღნიშნულის შედეგად მექანიკურად ამოქმედდა ხანძარსაწინააღდეგო სისტემა, რის გამოც სხვენში შეკიდული ჭერის დასველება და დონის დაწევა მოხდა.
საბედნიეროდ დაშავებული არავინ არ არის, ამ მომენტისთვის იცვლება დასველებული ჭერის ნაწილი და ხვალიდან კინოთეატრის მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდება. ამ მომენტისათვის ცენტრის დანარჩენი ობიექტბი ჩვეულებრივ აგრძელებენ ფუნქციონირებას!
ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის! ადევნეთ თვალი ჩვენს გვერდს შემდგომი განახლებებისთვის.
აქვე თხოვნით მივმართავთ საინფორმაციო სააგენტოებს გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გაავრცელონ!“ - ნათქვამია ისთ ფოინთის ადმინისტრაციის განცხადებაში.
სავაჭრო ცენტრ ,,east point”-ში, კინოთეატრის მოსაცდელში ჩამოიშალა ჭერი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის განმარტებით, შეტყობინება ოპერატიული დახმარების მართვის ცენტრ ,,112“-ში შევიდა იმის შესახებ, რომ შემთხვევის შედეგად დაზარალდა ერთი ქალბატონი, რომელიც ითხოვდა შველას.
ადგილზე გამოცხადდა ორი სამაშველო და სახანძრო ჯგუფი. მაშველებმა ჩატარებული ღონისძიების შედეგად ქალბატონი, რომელსაც აღენიშნებოდა მსუბუქი დაზიანება გამოიყვანეს შემთხვევის ადგილიდან. სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა მოახდინეს ხალხის ევაკუაციაც.
მასალის გამოყენების პირობები






