„საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“ 29 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სატელეფონო ჩანაწერებს ეხმაურება
საზოგადოება - 18:18, 30 Oct, 2015     1639
„საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“ 29 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სატელეფონო ჩანაწერებს ეხმაურება, რომელსაც ,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

,,29 ოქტომბერს, უკრაინული ვებგვერდებიდან ქართულ მედიაში საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით ორი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა. ერთ-ერთ ჩანაწერში სააკაშვილისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საუბარია წარმოდგენილი, ხოლო მეორე აუდიო ფაილი უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიასა და სააკაშვილის საუბრის ჩანაწერს შეიცავს. საუბრის მონაწილეებმა - გიგა ბოკერიამ და ნიკა გვარამიამ უკვე დაადასტურეს სატელეფონო ჩანაწერების როგორც ავთენტურობა, ასევე შინაარსი და საჯარო განმარტებები გააკეთეს.

სამწუხაროა, რომ მაშინ, როდესაც საზოგადოების ყურადღება „რუსთავი 2”-ის საკუთრების შესახებ სასამართლო დავაზეა მიმართული, ოდესის რეგიონის ხელმძღვანელი და საქართველოს ექს- პრეზიდენტი ცდილობს ტელეკომპანიის დირექტორისთვის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მითითებების მიცემას, რაც აგრესიული ქმედებებისკენ მოწოდებასაც შეიცავს.

მიგვაჩნია, რომ ნაკლებად პრობლემატურია სხვადასხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე აგებული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიების არსებობა (რაც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებშიც გვხვდება). ამავე დროს, დაუშვებელია ამის საფუძველზე ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ მედია საშუალების კრიტიკა. დაუშვებელია ასევე პოლიტიკოსების მხრიდან ჟურნალისტებისთვის და მედიის მენეჯერებისთვის მითითებების მიცემა. მითუმეტეს მიუღებელია ისეთი მითითებების მიცემა, რომლებიც სიტუაციის ესკალაციისკენ მოწოდებებსაც შეიცავს. ვთვლით, რომ აბსოლუტურად დაუშვებელია ჟურნალისტების მიმართ უპატივცემულობა და მათი საქმიანობის გამოყენება კონკრეტული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

ზუსტად ამიტომ, სოლიდარობას ვუცხადებთ „რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს და მათ სურვილს გაემიჯნონ ყველა იმ მოწოდებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ტელეკომპანიის საქმიანობას. მისასალმებელია, რომ „რუსთავი 2”-ის მენეჯმენტს არ განუხორციელებია, სააკაშვილის რჩევების გათვალისწინებით, რაიმე რადიკალური ქმედებები.

ასევე გვსურს გამოვეხმაუროთ პირადი საუბრების აუდიო ჩანაწერების გავრცელების ფაქტს. „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დაიწყონ გამოძიება იმის დასადგენად, თუ ვინ და როგორ მოახდინა საქართველოს მოქალაქეების უკანონო ფარული მიყურადება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ჩანაწერები კანონის მოთხოვნათა დაცვით არის მოპოვებული, აუცილებელია იმ პირთა დადგენა და მათი პასუხისმგებლობაში მიცემა, ვინც აუდიო მასალა საჯაროდ გაავრცელა. პარალელურად დაუშვებელია აღნიშნული გამოძიების მიმდინარეობის გამოყენება ჟურნალისტების საქმიანობაში ხელის შეშლის საბაბად.

სამწუხაროა, რომ ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი ლიდერი ვერ აცნობიერებს მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და იმას, რომ მსგავსმა ქმედებამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენოს ტელეკომპანიას და არხის მომავალ საქმიანობას. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წარსულში „რუსთავი 2”-ის სარედაქციო პოლიტიკით უკმაყოფილო მოქალაქეებიც კი დღეს ტელეკომპანიის გულშემატკივრები არიან, რაც განპირობებულია მედია გარემოში „რუსთავი 2”-ის განსაკუთრებული როლითა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკით. „ნაციონალური მოძრაობის” ზოგიერთი ლიდერის მედიასთან უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ შესაძლოა, „რუსთავის 2”-ის მენეჯმენტის ნებისმიერი გადაწყვეტილების მიმართ საზოგადოებაში უნდობლობა გააჩინოს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ჩანაწერებმა გავლენა არ მოახდინოს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო დავაზე ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” წილების საკუთრებასთან დაკავშირებით“ - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42