ჩინურმა მხარემ ფონდის ხელმძღვანელობასსხვადასხვა სფეროში კონკრეტული ბიზნეს წინადადებები შესთავაზა, მათ შორის ტანსაცმლისა და კერამიკის წარმოება, ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობა, ალუმინის სამშენებლო მასალების წარმოება. მხარეებიტექსტილის პროექტთან დაკავშირებით კონკრეტულ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ,რაზეც მემორანდუმი უახლოეს დღეებში გაფორმდება, ხოლო სხვა პროექტებზე მუშაობა დამატებით გაგრძელდება.
ჩინურმა მხარემ საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტი ძიანსის პროვინციაში სამუშაო ვიზიტით მიიწვია. დავით საგანელიძემ ჩინურ მხარეს მადლობა გადაუხადა და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ძიანსის პროვინციის ქალაქ ნანაჩანში ქართული კულტურის სახლის გახსნის ინიციატივა გამოთქვა, სადაც ქართული კულტურისა და ქართული პროდუქციის ნიმუშები იქნება წარმოდგენილი.
ძიანსის პროვინციის დელეგაცია საქართველოში რამდენიმე კვირაა იმყოფება. ჩინურმა კომპანიებმა „თბილისის ზღვის პლაზაში“ ძიანსის პროვინციაში წარმოებული პროდუქცია გამოფენაზე წარმოადგინეს.
მასალის გამოყენების პირობები






