ოზურგეთში, თეატრალურ მოედანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.
გამოფენილია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების პლაკატები, წარწერით: „ყველანი ციხეში“, „არა ნაციონალურ მოძრაობას“, „აიკრძალოს ნაციონალური მოძრაობა“.
როგორც ორგანიზატორმა ტიტე ბაქანიძემ გვითხრა, ეს კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენონ, თუ რა ხდებოდა წლების წინ ციხეებში და როგორ რეჟიმში უწევდა ქვეყანას არსებობა.
მისივე თქმით აქციები გაგრძელდება მანამ, ვიდრე სასურველ შედეგს არ გამოიღებს. ასევე მან ხელისუფლებას შეახსენა, რომ მიიღონ ზომები აღნიშნული პირების წინაადეგ და მორჩენ თავზე ხელის გადასმას.
შეგახსენებთ, რომ აქციის ორგანიზატორები ისევ ის პირები არიან, ვინც გასულ კვირას „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისტან მიიჭრენ და მათ პარტიული სამიანობის აკრძალვას მოითხოვდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






