როგორც წნორიდან გვაცნობეს, ქმარს ორსული ცოლი არ უცემია.
ქალბატონმა 8 თვის ჩვილი სახლის პირობებში გააჩინა, რის შედეგადაც პატარა მკვდარი დაიბადა.
„მე მათი მეზობელი ვარ, თუმცა ამ გოგოს ორსულობის შესახებ არ გამიგია. არც სხვა მეზობლებმა იცოდნენ ფეხმძიმობის შესახებ. იმასაც ამბობენ, რომ ქმარმა მეუღლის ორსულობის შესახებ ინციდენტის დროს გაიგო. როგორც ამბობენ, ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. საქმეს პოლიცია იძიებს. სახლიდან წაიყვანეს ახალგაზრდა მამაკაცი, ქალბატონის დაკითხვა კი საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ მოხდება“, - უთხრა „ნიუპოსტს“ თ. მ.-მ.
არსებული ინფორმაციით, წნორში ორსული ქალი მეუღლემ სასტიკად სცემა, რის შემდეგაც მას ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. ამის შემდეგ ქალმა ბავშვის თავიდან მოშორება გადაწყვიტა. როგორც ცნობილია, ქალმა ბავშვი გაგუდა.
როგორც „ნიუპოსტს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ბავშვის გარდაცვალების ფაქტეზე გამოძიება უკვე დაწყებულია. დამატებით დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ. მათი ინფორმაციით, ჩანიშნულია რამდენიმე ექსპერტიაზე, რომელიც ჩვილის გარდაცვალების მიზეზს დაადგენს.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






