ანტიკორუფციული კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევა საზოგადოებრივ მაუწყებელში
საზოგადოება - 17:07, 29 Oct, 2015     790
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აგრძელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკადრო პოლიტიკის შესწავლას. 2015 წლის 29 სექტემბერს გამოვაქვეყნეთ კვლევა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის მიერ ფინანსების დარგში მისი მოადგილის კახაბერ სონიშვილის დანიშვნაზეც.

ამ საკითხის დამატებითი შესწავლისას გამოიკვეთა საზოგადოებრივ მაუწყებელში ანტიკორუფციული კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევა ფინანსების დარგში გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე კახაბერ სონიშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით.

ამ თემაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან“ ინტერვიუს დროს გიორგი ბარათაშვილმა განაცხადა, რომ ფინანსების დარგში მოადგილის კანდიდატურა თავად შეარჩია.

„კახა სონიშვილი მოვიყვანე ტელევიზიაში როგორც კი დამნიშნეს, მაშინვე. ეს ადამიანი მუშაობდა კონტროლის პალატაში [სახელმწიფო აუდიტის სამსახური] და მე მას არ ვიცნობდი. დავიწყეთ მოკვლევა და ბევრი კარგი რეკომენდაციის გამო არჩევანი კახა სონიშვილზე შევაჩერეთ,“ – განმარტა ბარათაშვილმა.

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა“ დაინტერესდა თუ კონკრეტულად რა საკითხებზე მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ამჟამად ფინანსების დარგში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილე კახაბერ სონიშვილი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2010 წლის 6 მაისიდან 2012 წლის 20 სექტემბრამდე კახაბერ სონიშვილი ნამდვილად მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტში ზედამხედველი აუდიტორის თანამდებობაზე. მათივე ცნობით, კახაბერ სონიშვილი მონაწილეობდა შავი ზღვის დაბინძურების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების შესაბამისობის აუდიტსა და სსიპ - „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ჩატარებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან მიღებული ინფორმაცია ცხადყოფს კახაბერ სონიშვილის მხრიდან „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 65-ე მუხლის დარღვევას.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 65-ე მუხლი ადგენს სამსახურში შესვლის შეზღუდვას, კერძოდ, განთავისუფლებულ სახელმწიფო მოსამსახურეს განთავისუფლების დღიდან 3 წლის მანძილზე ეკრძალება სამსახურში შესვლა იმ დაწესებულებაში ან საქმიანობა იმ საწარმოში, რომელსაც იგი უკანასკნელი 3 წლის მანძილზე სისტემატურად ზედამხედველობდა სამსახურებრივად. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივ ზედამხედველობად შეიძლება მოვიაზაროთ გამოცემულ აქტთან ან შესრულებულ მოქმედებასთან დაკავშირებით თანამდებობის პირის უფლებამოსილება, გასცეს წერილობითი მითითებები გამოცემულ აქტში ან შესრულებულ მოქმედებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის შესახებ, შეაჩეროს აქტის აღსრულება ან მოქმედების შესრულება, ასევე გააუქმოს აქტი.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ კანონის თანახმად, შესაბამისობის აუდიტი მოიცავს აუდიტის ობიექტის საქმიანობის კანონიერებისა და მიზნობრიობის შემოწმებას, შეფასებას და აუდიტის ანგარიშის გაცემას. ამავე კანონის 24-ე მუხლის მიხედვით, აუდიტის სამსახური უფლებამოსილია აუდიტის შედეგებზე შეიმუშაოს რეკომენდაცია, რომელიც ანგარიშთან ერთად წარედგინება აუდიტის ობიექტს. რეკომენდაციის შესაბამისად გატარებული ღონისძიებების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უნდა ეცნობოს 1 თვეში, თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სხვა ვადა არ არის დადგენილი.

შესაბამისად, სსიპ - „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ჩატარებაში მონაწილეობისას კახაბერ სონიშვილი ტელევიზიაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებდა, ხოლო მის მიერ 2013 წლის მარტში ამავე დაწესებულებაში ფინანსურ დარგში გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტის დაკავება წარმოადგენს „მბრუნავი კარის“ ნათელ მაგალითს, რაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 65-ე მუხლის დარღვევაა.

როგორ ორგანიზაციაში აცხადებენ, „მბრუნავი კარის“ პრობლემაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ადრეც არაერთხელ მიუთითებდა. ტერმინი „მბრუნავი კარი“ გულისხმობს თანამდებობის პირთა მოძრაობას კერძო და საჯარო სექტორებს, ან ზედამხედველობის განმახორციელებელ და ზედამხედველობას დაქვემდებარებულ უწყებებს შორის, რომელიც ინტერესთა შეუთავსებლობის ან კორუფციის საფრთხეს წარმოშობს. სწორედ ამ საფრთხის პრევენციას ემსახურება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 65-ე მუხლიც, რომელიც, ჩვენი აზრით, ამ შემთხვევაში დაირღვა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, შეისწავლოს ფინანსების დარგში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილის კახაბერ სონიშვილის მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაძლო დარღვევის საკითხი, მოახდინოს სათანადო რეაგირება და დასაბუთებული პასუხი გასცეს არსებულ კითხვებზე.

მეორე მხრივ, ვფიქრობთ, კახაბერ სონიშვილის შემთხვევა კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოში კორუფციის საწინააღმდეგო საკანონმდებლო რეგულაციების პრაქტიკაში ეფექტურად აღსრულების ნაკლოვანებებზე“ - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ამ პრობლემის გადაჭრის გზად დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას მიიჩნევს, რომელსაც მსგავსი საკითხების შესწავლისა და მათზე რეაგირების უფლებამოსილება ექნება. ამ შინაარსის საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პარლამენტში უკვე წარდგენილი აქვს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42