კონფერენციის მონაწილეებმა გასულ წლებში განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს, ერთმანეთს გეგმები და საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს. ღონისძიების ფარგლებში მასწავლებლებისთვის სხვადასხვა ტიპის სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, რომელიცპროგრამის მონაწილე მასწავლებლებს პორტალზე აქტიურად მუშაობასა და საინტერესო პროექტების განხორციელებაშიდაეხმარება.
კონფერენციაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 500-მდე მასწავლებელი მონაწილეობდა. eTwinning-ის საიუბილეო ღონისძიებას ევროსაბჭოსა და ბელგიის განათლების სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
პროგრამაeTwinning ევროპისა და მისი მეზობელი ქვეყნების სკოლების თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი საგანმანათლებლო ქსელია, რომლის ფარგლებში მასწავლებლები ერთმანეთს უკავშირდებიან, თანამშრომლობენ, ერთობლივ სასწავლო პროექტებს ახორციელებენ და გამოცდილებას უზიარებენ. პროგრამა თავის საქმიანობას აზორციელებს ონლაინ-პლატფორმის საშუალებით, რომელის ქმნის სამუშაო სივრცეს პროგრამის მონაწილე მასწავლებლებისთვის და მათ მრავალფეროვან ინსტრუმენტებს სთავაზობს საკუთარი ამოცანების განხორციელებისათვის.
მასალის გამოყენების პირობები






