როშკა-არხოტის დამაკავშირებელი 28 კმ-იანი გზის მშენებლობა დაიწყო
საზოგადოება - 16:00, 29 Oct, 2015     1034

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი, 28კმ-იანი გზის მშენებლობა დაიწყო. სამშენებლო სამუშაოები დღეს სოფელ როშკაშიმინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გახსნეს.

როშკა-არხოტის დამაკავშირებელი გზა აქამდე არ არსებობდა და გადაადგილება მხოლოდ ფეხით, ცხენითა და ვეტმფრენით იყო (და ჯერჯერობით არის) შესაძლებელი. საქართველოს მთავრობის ძალისხმევითა და დაფინანსებით 2017 წლიდან პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთს სრულიად ახალი გზა დააკავშირებს. გზის მშენებლობის შემდეგ მშობლიურ სოფელში რამდენიმე ათეული ოჯახი დაბრუნდება. პროექტისღირებულება - 10 900 000 ლარია.

აღსანიშნავია, რომ გზის არარსებობის გამო, წლების განმავლობაში, არხოტი ნელ-ნელა დაიცალა და ამ დროისთვის საზღვირსპირა სოფელში მხოლოდ 4 ოჯახი ცხოვრობს, რომელთაგან ზამთარში მხოლოდ 2 ოჯახი რჩება ადგილზე. შესაბამისად, აღნიშნული გზის მშენებლობას ამ მხარის განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ხევსურეთის ტურისტული პოტენციალის განვითარებასაც. სოფელ არხოტში ათობით ოჯახის დაბრუნება კი მხარის შენარჩუნებისთვის, საზღვრის გაძლიერების, ტერიტორიების დაცვისთვისა და ქვეყნის განვითარებისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

აღნიშნული გზის მშენებლობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დალოცა და მას საუკუნის პროექტი უწოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42