თბილისში გამხმარი ხეების ჭრა და მათი ახლით ჩანაცვლება დაიწყო
საზოგადოება - 16:00, 29 Oct, 2015     1418

ოქროყანაში მავნებელ დაავადებებისგან გამხმარი წიწვოვანი ხეების მოჭრისა და მათი ჩანაცვლების მასშტაბური სამუშაოები დაიწყო. ტერიტორიაზე მონიშნული 10 ათასი გამხმარი შავი ფიჭვი ეტაპობრივად, ორი კვირის განმავლობაში მოიჭრება.

ხეების მოჭრის სამუშაოების მიმდიანარეობას ადგილზე გაეცნო ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი.

ბიძინა გიორგობიანის თქმით, მავნებლებისგან დაზიანებული ხეები მთაწმინდის ფერდობებზე, თბილისის მერიის ინიციატივით, მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში მოინიშნა.

„აღნიშნული ღონისძიებები იმ გეგმის შესაბამისად ხორციელდება, რომელიც ჩვენმა სამსახურმა მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე, დედაქალაქის ფერდობებზე მცენარეული საფარის მასობრივი ხმობის წინააღმდეგ შეიმუშავა. აღნიშნული გეგმა მთაწმინდის ფერდობებზე 10 000 ძირი გამხმარი ხის მონიშვნას, მათ დაუყოვნებლი მოჭრასა და შესაბამისი სახეობის ნარგავებით ინტენსიურ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. მცენარეების ხმობა დღეისათვის ქალაქის გამწვანების ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემას წარმოადგენს და, შესაბამისად, ძალიან მაღალია მის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი. პროცესის პირველ ეტაპზე, ხეების მონიშვნის სამუშაოებში საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათ შორის პარტიზანი მებაღეები, აქტიურად იყვნენ ჩართული“, - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.

თბილისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, „მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის“ მიერ ფიტოსანიტარიული მონიტორინგი ჩაუტარდა თბილისის შემოგარენის ტერიტორიაზე გაშენებული ფიჭვების ნარგაობას და გამოვლინდა პრობლემები, რომელიც სამსახურის მხრიდან დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებდა. ფიტოსანიტარიული დასკვნის თანახმად, რეაგირების ღონისძიებები გამხმარი ნარგაობისგან ტერიტორიების გაწმენდას, მათ ჩანაცვლებას, ბუნებრივი განახლებისთვის ხელშეწყობასა და საშიში კერების გაზრდის პრევენციას გულისხმობს. ამჟამად ნარგავების ხმობის მხრივ ყველაზე საშიშ კერებს მთაწმინდისა და კუს ტბის ფერდობები წარმოადგენენ. გამხმარი ხეების მოჭრისა და მათი ჩანაცვლების ღონისძიებები დაგეგმილია ასევე ლისისა და კუს ტბის გზაზე არსებულ ფერდობებზე.

ხე-მცენარეების მოჭრისა და გამოტანის სამუშაოებს ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის კონტრაქტორი კომპანია განახორციელებს.

ხმობის შედეგად მოჭრილი ხეები გამწვანების შესაბამის სეზონზე ჩანაცვლდება კლიმატური ცვლილებების მიმართ ისეთი რეზისტენტული ჯიშებით, როგორიცა არის ჰიმალაის კედარი, იფანი, მუხა და აკაცია.

მოჭრის შედეგად მიღებული საშეშე მერქანი გასათბობად სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა. მოჭრილი ხეების მერქანი ბიძინა გიორგობიანმა დღესვე ოქროყანაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახს გადასცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42