ბანკების მხრიდან მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება დარღვევებით მიმდინარეობს- სებ-ის კვლევა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:31, 29 Oct, 2015     2391
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ოთარ ნადარაიამ დღეს კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მომხმარებელთა უფლებებთან დაკავშირებით ჩატარებულ კვლევის შესახებ ისაუბრა. კვლევაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და მასში რეგიონული მასშტაბით 6 კომერციული ბანკი იყო ჩართული.

სებ-ის ვიცეპრეზიდენტის განცხადებით მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, გარკვეული გაუმჯობესებაა, კომერციული ბანკების მხრიდან საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესის მოთხოვნები მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს.

ნადარაიას თქმით, კვლევის შედეგებმა დაადასტურა, რომ ძირითად შემთხვევებში, კომერციული ბანკები მომხმარებლებს ზეპირსიტყვიერად არ აცნობენ ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, როგორიცაა კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, სავალუტო რისკი და ფინანსური ხარჯები. ასევე მომსახურების გაწევის დროს არ ხდება პრეტენზიის დაფიქსირების შეთავაზება ბანკის მხრიდან. გარდა ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში, მომხმარებელს თავის ინიციატივით, პრეტენზიის დაფიქსირების კუთხითაც შეექმნა პრობლემა. ასევე პრობლემები დაფიქსირდა ხელშეკრულების გადაცემასთან დაკავშირებითაც.

"საქართველოს ეროვნული ბანკის "კომერციული ბანკების მიერ საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესის" მოთხოვნებს კვლევის შედეგების მიხედვით, მოცემული ინფორმაციის მიწოდება მომხმარებელთა ურთიერთობისას მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს. ეროვნული ბანკი გააგრძელებს ინტენსიურ დაკვირვებას და კვლევებს, განვიხილავთ ამ პრობლემის მოსაწესრიგებლად მარეგულირებელი ჩარჩოს გამკაცრებას", - განაცხადა ოთარ ნადარაიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42