თბილისის ზოოპარკი გველებთან სურათის გადაღების მსურველებს ეპატიჟება
საზოგადოება - 14:14, 29 Oct, 2015     1817
სიურპრიზი თბილისის ზოოპარკისგან!

ახალი პროექტი „სტუმრად ცხოველთა სამყაროში“

თბილისის ზოოპარკი გაძლევთ სასიამოვნო შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოთ პროექტში „სტუმრად ცხოველთა სამყაროში“, რომელიც ითვალისწინებს დამთვალიერებლების უშუალო კონტაქტს სპეციალურად შერჩეულ ცხოველებთან, მათ შორის კატისებრი ლემურები, ფალაბელები (ჯუჯა ცხენები) და დაბლობის ტაპირი. ვიზიტის ფარგლებში საშუალება გექნებათ ვოლიერებში ეწვიოთ ზოოპარკის ბინადრებს, თქვენი ხელით გამოკვებოთ და დავარცხნოთ ცხოველები, მოეფეროთ მათ და გადაიღოთ სამახსოვრო ფოტოები. მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს ეგზოტარიუმში ვიზიტს და გველების მოფერებას გთავაზობთ.

„სტუმრად გველებთან“
გევლებთან ვიზიტისას მეგზურობას ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრის ექსკურსიამძღოლი და მომვლელი გაგიწევენ. ვიზიტის დროს პირადად გაიცნობთ სხვადასხვა სახეობის უშხამო, უწყინარ გველებს, ხელში დაიჭერთ და მოეფერებით „მასპინძლებს“ და გადაიღებთ ფოტოებს მათთან ერთად.

თარიღი:
1 ნოემბერი, კვირა, 14:00 საათი.

მონაწილეობა:
მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია. გველებს მხოლოდ 8 ადამიანი ესტუმრება, ასე რომ, იჩქარეთ!

ხანგრძლივობა:
ჯგუფის წევრები გველებს მონაცვლეობით მოეფერებიან (4-4 ადამიანი). გველებთან სტუმრობის ხანგრძლივობა მაქს. 20 წუთია.

ღირებულება:
გველებთან სტუმრობის ღირებულებაა 20 ლარი (ერთი ადამიანი).

რეგისტრაცია:
მონაწილეობისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.
რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაცია - სახელი, გვარი, ასაკი და ტელეფონის ნომერი.
რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ელფოსტით, ისე ტელეფონით, 11:00-დან 17:00 საათამდე.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: 213 10 88 (საგანმანათლებლო ცენტრი)
ელფოსტა: education@zoo.ge

შენიშვნა:
ცხოველთან ფოტოების გადაღება შეუზღუდავია.
გადაღების დროს აკრძალულია ფლეშგანათების გამოყენება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42